დღეს, წვიმიან ცივ დილას, “ბარსელონას” დელეგაცია “კამპ ნოუზე” შეიკრიბა და გეზი აიღო “ელ პრატის” აეროპორტისკენ, საიდანაც ვალენსიას მიაშურა.
“ბლაუგრანა” დღეს ესპანეთის სამეფო თასის პირველ 1/2 ფინალურ შეხვედრას გამართავს “ვალენსიას” წინააღმდეგ. მატჩი “მესტალიაზე”, თბილისის დროით ღამის 00:00 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა ზუსტად 1 კვირაში, ამჯერად “კამპ ნოუზე” გაიმართება. ესპანეთის ჩემპიონატის მეორე და მესამე ადგილოსნები ორი მატჩის ჯამში კოპა დელ რეის ფინალის საგზურის მფლობელის ვინაობას გამოარკვევენ.
წინასწარი ინფორმაციით გუნდს ვალენსიაში ვერ გაჰყვა პეპ გუარდიოლას თანაშემწე, ტიტო ვილანოვა.
ფეხბურთელები სასტუმრო “ვესტინ ვალენსიაში” დაისვენებენ და მოგვიანებით მატჩისთვის მზადებას შეუდგებიან.



