მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა მცველმა, რიკარდო კარვალიომ ისაუბრა მის სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით და ასევე ცოტა რამ “ბარსელონასთან” დაპირისპირებაზეც თქვა:
“მე აღარ მაქვს ტრავმა და თავს უკეთესად ვგრძნობ. მატჩები “ბარსელონასთან”? ჩვენ ვიცით, რომ უკეთესად შეგვიძლია თამაში და ეს სათასო მატჩებშიც დავამტკიცეთ. ყველა პირობა გვაქვს იმისათვის, რომ “ბარსასთან” ტოლსწორად ვითამაშოთ,” ციტირებს კარვალიოს სიტყვებს AS.
მოგეხსენებათ “სამეფო თასის” 1/4 ფინალის განმეორებითი მატჩი ფრედ დასრულდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მადრიდელებს ოდნავი უპირატესობა ჰქონდათ “კამპ ნოუზე”.
