კატალონიის “ბარსელონას” კიპერმა, ვიქტორ ვალდესმა Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მის გუნდს შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს:
“ჩვენ აღარ გვაქვს უფლება, რომ კიდევ დავუშვათ ასეთი შეცდომები. ლა ლიგის მოგება თუ გვინდა, დარჩენილი მატჩებიდან ყველა უნდა მოვიგოთ. ჩვენს მოწინააღმდეგეებს არ სძინავთ. ყოველი დაკარგული ქულა ძვირად ფასობს,” განაცხადა ვალდესმა.
მოგეხსენებათ კატალონიური კლუბი მიმდინარე სეზონში გასვლით მატჩებში არადამაჯერებლად გამოიყურება და ძალიან ბევრ ფრეს თამაშობს.
