მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 

     როდესაც გასული წლის 30 იანვარს, “რეალმა” ყველასთვის მოულოდნელად დათმო თავისი შეხვედრა პამპლონაში (0:1), “ბარსელონას” უპირატესობამ პრიმერაში 7 ქულა მიაღწია  და მაშინ, იოჰან კრუიფმა თავის ყოველკვირეულ საგაზეთო სვეტში ამ მოვლენაზე ისაუბრა. თავს უფლებას მივცემ, ციტირება მოვახდინო მისი რამდენიმე ფრაზისა:

“არ ვიტყვი, რომ ყველაფერი გაირკვა, რადგან ეს ასე არაა 7 ქულა-ეს ძალიან ბევრია, რადგან “ბარსა” არავის ჩუქნის ქულებს უბრალოდ. მაგრამ ყურადღება, მადრიდში ჯერ კიდევ არ დაუძინიათ, მოურინიოს გუნდი აუცილებლად ეცდება გადაიტანოს ეს ჩავარდნა, რომელიც 6 მატჩია გამოჩნდა. მაგრამ “რეალს” აქვს ერთი პრობლემა-მას ჰქვია “ბარსელონა””..კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რაც ვიცი საკუთარი გამოცდილებიდან. როდესაც შენ საუკეთესო ფორმაში იმყოფები, “რეალი” ყოველთვის შენთანაა, მაგრამ ოდნავ უკან. შენთან იმიტომ რომ ასე არ დაგეძინება, ხოლო ოდნავ უკან იმიტომ, რომ ასე კარგად შეინარჩუნებს ზეწოლას შენზე”.

    ახლა ამ დიდებული მარათონის მონაწილეებმა ადგილები გაცვალეს. “ბარსა” მადრიდელთა ზურგშია, დედაქალაქური კლუბი კი თავს იწონებს 7 ქულიანი ჰანდიკაპით. ზუსტად ისე, როგრორ შარშანდელი “რეალი” მიჰყვებოდა კატალონიელებს უკან. ახლა კი თითქოს “თეთრები” მადრიდული აქცენტით გვეუბნებიან: “დამიჭირე, თუ შეძლებ”…

   კითხვა ერთია-ვის ეყოფა ძალა ამ 18 მატჩიანი სერიის დასაძლევად? შარშანდელმა “ბარსამ” არ მოგვცა საბაბი, ეჭვი შეგვეტანა მის ამბიციებში, რადგან კლუბი მინიმალურად კარგავდა ქულებს. “რეალი” კი პირიქით, არ გამოიყურებოდა ასე დამაჯერებლად და ამიტომაც ხშირად ვარდებოდა კრიტიკულ სიტუაციაში. ახლი კი, როცა როლები შეიცვალა  ძალიან საინტერესოა ვინ მოიგებს საჩემპიონო რბოლას. ამას ჩვენ მოგვიანებით გავიგებთ…ისე, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ესპანეთშიც წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან…

  ეს ახალი გამოწვევაა გვარდიოლას კლუბისთვის. ხოსეპის ეპოქაში ჯერ არავის ჰქონია ამხელა უპირატესობა მის გუნდთან. ბევრი რეკორდი, რომელიც ერთი შეხედვით დასამყარებლად შეუძლებელი ჩანდა, გვარდიოლას გუნდმა მალევე დაამყარა და რატომაც არ უნდა სცადოს გუნდმა კიდევ ერთი გამოწვევის გადალახვა და მწვერვალზე ასვლა? ამ სიტუაციაში, ჩემი აზრით, ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ითამაშებს კითხვა, რომელსაც მალე დაუსვამენ გვარდიოლას. კითხვა კი რა თქმა უნდა, მის მომავალს ეხება. “პეპი რჩება” და “პეპი მიდის”-ესაა ორი, აბსოლუტურად განსხვავებული გამოსავალი ამ 7 ქულიანი, ჩახლართული ალგორითმიდან. პირველ რიგში, ფსიქოლოგიური კუთხით.

   მეორე მხრივ, ეს აგრეთვე დიდი გამოწვევაა “რეალისთვისაც”.ბოლო წლებში მადრიდელები მდევრის როლში იყვნენ, ახლა კი შეუძლიათ პირველებმა გადაკვეთონ ფინიშის ხაზი და აშკარაა ისინი ამისთვის მაქსიმალურს გაიღებენ.

   ბარიკადის მეორე მხარეს მყოფი მწვრთნელის მომავალი, ჩემი აზრით, უფრო პროგნოზირებადია. მოურინიო ალბათ წავა უბრალოდ იმიტომ, რომ მან დიდი ხანია ინტერესი დაკარგა პრიმერასადმი. ხოლო როცა ჯოზეს რაღაც მოსწყინდება, იგი დაუყოვნებლივ იცვლის სამუშაო ადგილს. პორტუგალიელს დარჩა მხოლოდ ერთი- ესაა ტიტულის მოგება და ამისთვის იგი ყველაფერს გააკეთებს თვითონაც და გააკეთებინებს თავის ფეხბურთელებსაც. იგი წავა იმიტომ, რომ მოისურვებს წავიდეს ჩემპიონად და დარჩეს საბოლოოდ დაუმარცხებელი.

    როგორც იტყვიან-ვნახოთ…. ზოგმა უკვე დაიწყო საყვარელი გუნდის დამარხვა, ზოგი კი პირიქით მკერდში მუშტს იცემს და ბრმად სჯერა სასწაულის. თქვენი არჩევანი თქვენ თვითონ გააკეთეთ. ნათელი კი მხოლოდ ერთია: “ბარსას” ელის ძალიან რთული პერიოდი, რადგან ახლა ყველაფერი მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული და სწორედ ახლა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა და ერთგულება თავისი გულშემატკივრებისა.

 

Visca Barca! Visca Catalunya! 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში