სარეზერვო გუნდის ფეხბურთელმა, კრისტიან ტელიომ, რომელმაც ”ბარსელონას” პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი სათასო შეხვედრაში, ”ოსპიტალეტთან” გამართა გუშინ პრიმერაშიც ითამაშა. 20 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ”დიდებული იყო პირველ გუნდში თამაში”.
”ელ მადრიგალზე”, ”ვილიარეალთან” მატჩში პრიმერაში კრისტიან ტელიოს დებიუტი შედგა. ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ამ მატჩზე გამოძახებული 4 კანტერანოდან ერთ-ერთი იყო მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა. მას 18 წუთი გაატარა მოედანზე და თამაშის ხარისხის შეცვლა შეძლო. მატჩის შემდეგ მან განაცხადა, რომ ”ბედნიერი ვარ ჩემი გამოსვლით, მაგრამ არა მატჩის შედეგით”. მან დაამატა: ”მოედანზე თავს შესანისნავად ვგრძნობდი და ბედნიერი ვარ მწვრთნელის ნდობის გამო. პირველ გუნდში თამაში დიდებული იყო”.
პრიმერაში ეს ტელიოს პირველი შეხვედრა იყო, თუმცა სამეფო თასის 1/16 ფინალში მან ”ოსპიტალეტთან” ითამაშა. კატალონიელმა ფეხბურთელმა გასვლით და საშიანო მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. განმეორებით მატჩში, ”ნოუ კამპზე” მან 2 გოლის გატანა შეძლო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=CAE7PzoHDfU]
P.S. ესეც ჩემი 1300 სიახლე ბარსამანიაზე
