მადრიდის ”რეალის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს თანაშემწე, აიტორ კარანკა ”ბარსელონას” ნახევარმცველის, ჩავი ერნანდესის სიტყვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
”მადრიდის ”რეალი” გამარჯვებებს შეეჩვია და არა მარცხებს” – განაცხადა აიტორ კარანკამ პრეს-კონფერენციაზე, რომელზეც ის კიდევ ერთხელ ცვლიდა ჟოზე მოურინიოს. პორტუგალიელმა კვლავ უარი განაცხადა პრესასთან შეხვედრაზე.
”ყველა ამბობს იმას, რაც სურს. მე ვალდებული არ ვარ ყველას კომენტარს პასუხი გავცე” – განაცხადა მოურინიოს თანაშემწემ ჩავის სიტყვებზე.
