მადრიდის ”რეალის” 2 მატჩიან დუელში დამარცხების შემდეგ ”ბარსელონა” სამეფო თასის 1/2 ფინალში 54-ედ იასპარეზებს.
– მთელი ისტორიის განმავლობაში ”ბარსა” 1/2 ფინალში ზედიზედ 2-ჯერ ან უფრო მეტჯერ მხოლოდ 12-ჯერ გავიდა.
– აბიდალმა და ბუსკეტსმა მატჩში ყველაზე მეტი ართმევა განახორციელეს: 13.
– მასპინძლებმა 565 სწორი გადაცემა განახორციელეს, სტუმრებმა 334.
– პედრომ ”რეალის” კარში მე-4 გოლი გაიტანა მას შემდეგ, რაც პირველი გუნდის წევრი გახდა.
– დანი ალვესმა კლასიკოში თავი პირველად გამოიჩინა. გვარდიოლას ეპოქაში ”რეალის” წინააღმდეგ თავი ”ბარსას” 15-მა ფეხბურთელმა გამოიჩინა.
– ”ბარსელონა” აგრძელებს სტატისტიკის გამყარებას და შემდეგ ეტაპზე გასვლას მას შემდეგ, რაც სტუმრად 1:2 იმარჯვებს.
– გვარდიოლას 13 კლასიკო არ წაუგია ჩატარებული 14-იდან.
– ჟოზე მოურინიოს არასდროს გაუმარჯვია ”ნოუ კამპზე” მწვრთნელის ამპლუაში.
