მადრიდის ”რეალის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო სამეფო თასის 1/4 ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ შეხვედრის მსაჯს, ტეიშეირო ვიტიენესს ესაუბრა.
მატჩის დასრულების შემდეგ პორტუგალიელი სპეციალისტი მსაჯს ”ნოუ კამპის” ავტოსადგომზე დაელოდა. ”რეალის” მწვრთნელმა მსაჯს მხოლოდ ერთი ფრაზა უთხრა: ”თქვენ შესანიშნავად ერკვევით ხელოვნებაში და გიყვართ სულელები, რომლებიც თავს პროფესიონალებად ასაღებენ” – ინფორმაციას ”El Mundo Deportivo” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მსაჯმა არ ჩათვალა სერხიო რამოსის გოლი და მატჩის მიწურულს ამ ფეხბურთელს მოედანი დაატოვებინა.



