მადრიდის “რეალის” დელეგაცია ჩავიდა ბარსელონაში, სადაც დღეს საღამოს (თბილისის დროით ღამის 01:00 საათზე) კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება.
“ბარსა” და “რეალი” ერთმანეთის წინააღმდეგ ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩს გამართავენ. პირველი შეხვედრა აღნიშნულ გუნდებს შორის ზუსტად ერთი კვირის წინ, მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუს” სახელობის სტადიონზე გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 1:2.
“ელ პრატის” აეროპორტში მადრიდელებს დაახლოებით 50-მდე გულშემატკივარი დახვდა. აეროპორტიდან “თეთრები” სასტუმრო ხუან კარლოს I-სკენ გაემართნენ. მადრიდელთა შემადგენლობაში პეპეც იმყოფება. დღეს საღამოს თავიანთ გუნდს ვერ დაეხმარებიან მხოლოდ დი მარია და ხედირა.
