ანდრეუ ფონტასმა დატოვა საავადმყოფო, სადაც ის შაბათის შემდეგ იმყოფებოდა, როცა მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა.
ოდნავ მოგვიანებით ცენტრალურმა მცველმა ”ტვიტერზე” დაწერა: ”დღეს საავადმყოფოდან გამომწერეს. ყველაფერი კარგად მიდის. ახლა რამდენიმე დღეს ბანიოლესში გავატარებ. როგორც ამბობენ სტუმრად კარგია, თუმცა სახლში უკეთესია”.
შეგახსენებთ, რომ ფონტასს შაბათს მარჯვენა მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა. ფეხბურთელმა სამეფო თასის 1/8 ფინალურ მატჩში, ”ოსასუნასთან” ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. მისი დაბრუნება 6 თვის შემდეგ იგეგმება.
