მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, ხოსე მარია კალეხონი ძალიან გახარებულია “ბილბაოს” დამარცხებით. იგი ფიქრობს, რომ მის გუნდს კატალონიის “ბარსელონას” დამარცხება შეუძლია. მოგეხსენებათ გუშინდელ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლის ავტორი, სწორედ ახალგაზრდა ესპანელი გახდა:
“ჩვენ მშვენივრად ვითამაშეთ გუშინ და ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ. ახლა მთლიანად “ბარსელონასთან” მატჩზე ვართ გადართულნი, ვფიქრობ, რომ ასეთი თამაშით შეგვიძლია “ბარსას” დამარცხება და 1/2 ფინალში გასვლა,” განაცხადა კალეხონმა.
