”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ფაუსმა განაცხადა, რომ მალე ყველა გაიგებს გვარდიოლას გადაწყვეტილებას კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
”მალაგასთან” მატჩზე
”არ არსებობს მატჩი, რომელიც ადვილი მოსაგებია, მათ შორის ”რეალთან” მატჩი. ჩვენ არ გვაქვს ქულების დაკარგვის უფლება. ყველა მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასია”.
”რეალთან” გასამართ მატჩზე
”ოთხშაბათს ჩვენ კარგი სხვაობით გავალთ მოედანზე, თუმცა ასეთ შეხვედრებში ფავორიტი არ არსებობს. ”რეალს” განმეორებით მატჩში ჩვენი დამარცხება შეუძლია. დიახ, ჩვენ კარგად ვითამაშეთ პირველ შეხვედრაში, თუმცა არ შეიძლება თვითდარწმუნებულები ვიყოთ”.
გვარდიოლას კონტრაქტზე
”ჩვენ გვსურს, რომ გვარდიოლა რაც შეიძლება დიდი ხანი დარჩეს გუნდში. მის გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში გავიგებთ. იმედი გვაქვს, რომ პასუხი დადებითი იქნება”.
