კატალონიის “ბარსელონასა” და “მალაგას” დაპირისპირებაში, რომელშიც 1-4 გაიმარჯვეს ლურჯ-ბროწეულისფერებმა, ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. მატჩის შემდეგ არგენტინელმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ მთავარი გუნდის გამარჯვებაა და არა მისი გატანილი გოლები:
“მთავარია გუნდის გამარჯვება და არა ჩემი გოლები. არ იყო ადვილი შეხვედრა. ყველა მატჩი რთულია, განსაკუთრებით, როდესაც სტუმრად თამაშობ. ყველაფრის მიუხედავად დღეს კარგად ვითამაშეთ.”
“მალაგასთან” მატჩში პეპ გვარდიოლამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასვენა: “ჩვენ 3 დღეში ერთხელ გვიწევს თამაში და რა თქმა უნდა დამღლელია. ვიმედოვნებ ისეთ მატჩს, როგორიც “ელ კლასიკოა”, კარგ ფორმაში შევხვდებით, განაცხადა ლეო მესიმ.
