ფაბრეგასმა კომენტარი გააკეთა მესისთან დაკავშირებით. მესის ამ ბოლო დროს კრიტიკოსები უარყოფითად აფასებენ. სწორედ ამაზე ისაუბრა სესკმა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა არგენტინელს და შეაქო იგი.
“მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, იგი არ არის რობოტი, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და არ შეუძლია ყველა მატჩის ისე ჩატარება, როგორც მისგან მოითხოვენ. ყველა ფეხბურთელს აქვს ხანმოკლე ჩავარდნა. მესისაც სწორედ ეს ჭირს. მართალია, ის ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯება, მაგრამ რაღაც-რაღაცეები არ გამოსდის, რაც ძალიან იშვიათად ხდება, მაგალითად მას გუშინ ჰქონდა შანსი გაეტანა გოლი მაგრამ “გრანადას” მცველმა ბურთი ხაზიდან გამოიტანა. ლეოს არ გაუმართლა.”
ფაბრეგასმა “გრანადასთან” მატჩზეც ისაუბრა
“გუშინ ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ჩვენი საუკეთესო თამაში “გრანადას” წინააღმდეგ, მაგრამ ბურთს მთელი თამაშის განმავლობაში ვფლობდით და მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოვახერხეთ. მატჩშის ტემპი ძალიან დაბალი იყო, რასაც “ბარსელონა” არ არის მიჩვეული. საბოლოო ჯამში მთავარი ის არის, რომ ჩვენ სამი ქულა მოვიპოვეთ.”
სესკმა მცირე კომენტარი თავის თავზეც გააკეთა
“გუშინდელი ჩემი თამაშით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ აუცილებლად ვეცდები ამის გამოსწორებას. ტრავმა სულ რამდენიმე დღის წინ მოვიშუშე და ფორმის აღდგენა მჭირდება.
მე შემიძლია ვითამაშო ნებისმიერ პოზიციაზე, სადაც პეპი დამავალებს. მაქვს გამოცდილება სხვადასხვა პოზიციაზე თამაშისა.”
ბოლოს კი ფაბრეგასი კანუტესთან კონფლიკტზეც ალაპარაკდა
“კონფლიკტებს ყოველთვის თავს ვარიდებ, მაგრამ “სევილიასთან” მატჩში თავი ვერ შევიკავე. მე ვიცი რაც ვუთხარი კანუტეს და დამიჯერეთ ამაში არაფერი არ იყო რასისტური. მე და კანუტემ ამ თამაშის შემდეგ ვილაპარაკეთ და ყველაფერი გავარკვიეთ. მე ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემ და არავისთვის მინდა ცუდი.”_დაასრულა სესკ ფაბრეგასმა.
პრესკონფერენციის ვიდეო
[media=http://www.youtube.com/watch?v=]
