იაია ტურემ განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ პეპ გვარდიოლას სურვილის შემთხვევაში ის კარიერას ”ბარსელონაში” დაასრულებდა. კატალონიური კლუბის თავკაცმა საყრდენი ნახევარმცველის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა.
”ჩემი ოფისის კარები ყოველთვის ღია იყო. რეალობა ასეთია: იაია ტურემ ჟოან ლაპორტას ტრანსფერზე დაყენება სთხოვა. ჩვენ დავიღალეთ მასთან მოლაპარაკებებით, რათა კლუბში დარჩენილიყო. თუკი ჩვენ ”მანჩესტერ სიტის” შევხვდებით აუცილებლად ვისაუბრებ მასთან” – პეპის სიტყვებს ”Sky Sports”-ი ციტირებს.

გვარდიოლა ტურეს პასუხობს…
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.