ჩავი ერნანდესმა გასული 10 თამაშის განმავლობაში მოედანზე 817 წუთი დაჰყო. მიუხედავად იმისა, რომ “მაესტროს” ტრავმა არ აწუხებს, სავარაუდოდ ის დღეს სასტარტო შემადგენლობაში არ მოგვევლინება. აღნიშნული ვარაუდი ემყარება პეპ გვარდიოლას გუშინდელ განცხადებას. მოგეხსენებათ, ჩავიმ რვა თამაში ჩაატარა ზედიზედ და თან ყოველ მესამე დღეს. ის დასვენებას საჭიროებს.
ჩავის დატვირთული რეჟიმი ინიესტასა და ფაბრეგასის ტრავმიდან გამომდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ნახევარმცველი დიდ სიამოვნებას იღებს მოედანზე ყოფნით, იგი დასვენებას საჭიროებს. “ოსასუნა”, “ვალენსია”, “ატლეტიკო”, “ბატე”, “სპორტინგი”, ჩეხეთის ნაკრები, შოტლანდიის ნაკრები, “რასინგი”, “ვიქტორია პლზენი” და “სევილია” – ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლის წინააღმდეგაც ჩავიმ სრული დატვირთვის ითამაშა (ნაკრების თამაშისას ჩავიმ მცირე დისკომფორტი იგრძნო მუხლში და მან შეცვლა ითხოვა).
გვარდიოლას ჩავის გარეშეც შეუძლია 3-4-3 ტაქტიკის გამოყენება. “მაესტროს” ადგილს ტიაგო დაიკავებს. ძირითადი შემადგენლობიდან თამაშს დაიწყებს სესკ ფაბრეგასი, რაც ავტომატურად გამოიწვევს კეიტას სათადარიგოზე ხილვას.



