მას შემდეგ, რაც ფეხბურთელებმა გამოაქვეყნეს ტექსტური შეტყობინებები სპციალურ ქსელ “ტვიტერზე”, ისინი ერთმანეთს ტელეფონით დაუკავშირდნენ და შერიგდნენ. მათ სურთ ყველაფრის სუფთა ფუურცლიდან დაწყება. ორივე მოთამაშეს უნდა, რაც შეიძლება მალე დაივიწყოს ის უსიამოვნო ინციდენტი, რომელიც ლა ლიგის ეგიდით გამართული მატჩის დამატებით დროში მოხდა. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” და “სევილიამ” ქულები გაიყვეს “კამპ ნოუზე”.
შუადღისას, ფედერიკ კანუტემ სესკ ფაბრეგასს ბოდიში მოუხადა “ტვიტერზე” ე.წ. “ტვიტის” საშუალებით, რამდენიმე საათში კატალონიელმა ფეხბურთელმაც იგივე გააკეთა. ახლა ყველაფერი დასრულებულია, როგორც ეს ფაბრეგასის წერილიდან შევიტყვეთ, ისინი ტელეფონით შერიგდნენ: “ახლახანს ვესაუბრე კანუტეს ტელეფონზე, ჩვენ ვისაუბრეთ გუშინდელ საღამოზე. ერთმანეთს მოვუბოდიშეთ და ახლა ორივეს ფეხბურთის თამაში გვსურს”. განაცხადა სესკმა. თავის მხრივ კანუტემაც დაპოსტა: “მე სესკს ვესაუბრე ტელეფონზე, ყველაფერი გადაწყდა და ორივე დამნაშავედ ვცნობთ თავს მომხდარის გამო. ყველაფერი უკან დარჩა”.
