კატალონიური ”ბარსელონას” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ არავითარი რასისტული სიტყვები არ უთქვამს ”სევილიას” მალელი თავდამსხმელისთვის, ფრედირიკ კანუტესთვის.
”მე კატეგორიულად უარვყოფ იმას, რომ რაიმე სახის რასისტული სიტყვებით მივმართე ”სევილიას” რომელიმე ფეხბურთელს. არ მოვითმენ არაადეკვატურ ბრალდებებს ჩემს მისამართით. თუკი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები მსაჯის რომელიმე გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან შეუძლიათ ამის სათქმელად სხვა ხერხებს მიმართონ. რასიზმში დადანაშაულება ყველაზე მარტივი და ლაჩრული მეთოდია საკუთარი ცუდი ქცევის გასამართლებლად. ჩემი სინდისი აბსოლიტურად სუფთაა, მე ცუდი არაფერი გამიკეთებია” – განაცხადა ფეხბურთელმა საკუთარ ”ტვიტერში”.

სესკი: ”ჩემი სინდისი სუფთაა, ცუდი არაფერი გამიკეთებია”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.