როგორც იცით, გუშინ გაიმართა მატჩი კატალონიის “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის “კამპ ნოუზე”. შეხევდრა ძალიან დაძაბული და დრამატული გადოდგა. მატჩის დამატებით წუთებზე კატალონიელებმა მოიპოვეს პენალტის დარტყმის უფლება ანდრეს ინიესტას აქტიურობის შედეგად, თუმცა ამ დროს “სევილიას” მალელმა ფეხბურთელმა ბურთი ჯერ ნიშნულიდან გადააგორა, ხოლო შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა სესკ ფაბრეგასს.
როგორც გამოცემა Football.fr იუწყება, ეს ეპიზოდი თავად ფაბრეგასის პროვოცირებით მოხდა. აღნიშნული ვებ-გვერდი ამტკიცებს, რომ კატალონიელმა ფეხბურთელმა მალელს ტერორისტი უწოდა და რასისტული გამონათქვამებით “შეამკო”, რის შემდეგაც ფედერიკ კანუტემ ყელში წაუჭირა ხელი და სესკი გაზონზე დააგდო.
ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=Nmk8AkwnGMs]
