პეპ გვარდიოლას ”ბარსელონა” ”ნოუ კამპზე” შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს. ბოლო მატჩებში კატალონიელებმა 25 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში ერთი გოლიც კი არ გაუშვიათ.
ვიქტორ ვალდესის შესაშური სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ დაცვის ხაზი ძალიან სანდოა. ”სევილიასთან” მატჩში ”ბარსას” საკუთარი რეკორდის განმეორება შეუძლია – ზედიზედ 8 თამაში შინ გოლის გაუშვებლად.
შარშანდელი სეზონის შუა ნაწილში პეპ გვარდიოლას სერიოზული საფიქრალი ჰქონდა, რათა დაცვაში საკადრო პრობლემები მოეგვარებინა. პუიოლის ტრავმა, აბიდალის ავადმყოფობა, პიკეს უბედურება. ამ ყველაფერმა გუნდის დაცვით შესაძლებლობებზე არ იმოქმედა.
პრიმერას მატჩებში 9 აპრილის შემდეგ პეპ გვარდიოლას გუნდი ”ნოუ კამპზე” გოლს არ უშვებს. მათ უკვე 25 გოლის გატანა მოახერხეს. ვიქტორ ვალდესს კი ”კამპ ნოუს” კარის ბადიდან ბურთი 671 წუთია არ გამოუტანია.
