იტალიური “მილანისა” და კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, დემეტრიო ალბერტინიმ, თავისი აზრები გაუზიარა ჟურნალისტებს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” თამაშზე. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “სპორტი”.
ალბერტინი თვლის, რომ გვარდიოლას შეგირდები არ არიან დაუმარცხებელნი: “ბარსელონა” არ არის დაუმარცხებელი გუნდი. ამაში გვარდიოლას ვეთანხმები. ვფიქრობ, “მილანს” ძალუძს დაამარცხოს “ბარსა” და მოექცეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სათავეში. იტალიური კლუბი არ დასჯერდება მეორე ადგილს. თუ გავიხსენებთ კატალონიელთა ბოლო დაპირისპირებას “ვიქტორია პლზენთან”, ვნახავთ, რომ მათ სულაც არ მოუგიათ ადვილად”. დაასრულა ალბერტინიმ.
