მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსას” და ”რეალს” ფულის გაყოფა არ სურთ

”ბარსას” და ”რეალს” ფულის გაყოფა არ სურთ

ესპანური ფეხბურთის ორი გრანდი, ”ბარსელონა” და მადრიდის ”რეალი” არ აპირებენ უარი თქვან ტელეტრანსლირებიდან უზარმაზარი თანხის აღებაზე.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში ეს ორი კლუბი იღებს ყველაზე მეტ თანხას ტელეტრანსლირებიდან. ”ბარსელონა” და ”რეალი” იღებენ ნახევარს 600 მილიონიდან, რასაც ტელეკომპანიები პრიმერას მატჩების ტრანსლირებისთვის იხდიან. ადრე ”სევილიას” ხელმძღვანელებმა სცადეს გრანდების დარწმუნება იმასთან დაკავშირებით, რომ თანხები პროპორციულად განაწილდეს.

”დიახ, შეიძლება რომ გადავხედოთ ამ საკითხს, მაგრამ არა ისეთი ხერხით, როგორიც ”სევილიას” სურს. განსხვავება ჩვენსა და სხვა კლუბებს შორის არის ის, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში სწორად ”ბარსელონა” და ”რეალი” წარმოადგენდნენ ესპნანური ფეხბურთის სახეს. ჩვენ ვართ კლუბები, რომლებიც მსოფლიოში რეალურ ძალას ვფლობთ. ამის შეცვლა ასე ადვილად არ მოხდება და ამის შეცვლა არც გვსურს. ტელეტრანსლირებიდან მიღებული თანხები შეიძლება სხვაგვარად განაწილდეს, მაგრამ არ უდნა დაგვავიწყდეს, რომ ”ბარსელონა” და ”რეალი” ესპანური ფეხბურთის ფლაგმანები არიან” – განაცხადა ”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ფაუსმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში