“ბრანის” დამარცხების შემდეგ “ბარსელონას” ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ხუთშაბათს საღამოს გამართულ შეხვედრაში ნორვეგიული კლუბის წინააღმდეგ გოლები გაიტანეს კონკამ, როლფომ და გუტიერესმა. შედეგად იოჰან კრუიფის სახელობის მოედანზე ქალთა გუნდმა 3-1 მოიგო (ორი მატჩის ჯამში 5-2). ლიგის ნახევარფინალში ისინი “ჩელსის” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა აპრილის ბოლოს გაიმართება.
“ბლაუგრანას” ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხი გათამაშებიდან ფინალში 3-ჯერ გავიდა, ხოლო მათგან 2-ჯერ მოიგო ლიგა. ბოლო სეზონში მათ “ვოლფსბურგის” ქალთა გუნდი დაამარცხეს ფინალში.
ყელში აღარ ამოსდით ყველას რომ ჯობნიან?
ცოტათი მაინც გაიმეორეონ კაცებმა ამ ქალების გზა ლიგაზე.
გაუკვირდათ რააა😆😆😆
მეც ამ აზრის მომხრე ვარ, მითუმეტეს სანაკრებო პაუზებზე, როცა კაცთა გუნდში არაფერი ხდება აგერ თამაშები აქვთ და მეტი ინფო არ გვაწყენდა ვისაც გვაინტერესებს.
შეიძლება საიტზე შემომსვლელი ადამიანების 95%-ს არ აინტერესებს ქალების შედეგები, მაგრამ ერთი სტატიით მაინც შეიძლება მათ შესახებ ინფორმაციის მოწოდება. მნიშვნელოვანი მატჩების შესახებ მაინც. რეალს როცა უგებენ, ყოველთვის სასიამოვნოა. ალესიამ ლიგის ბოლო თამაშში აიტანას გოლის ეპიზოდში ისეთი შედევრი პასი გააკეთა კაცების ფეხბურთში შეიძლება არ ქონდეს ნანახი მილიონობით ადამიანს. აიტანას გოლიც ასევე აღსანიშნი ძალიან ლამაზი იყო. ცოტა მეტ ყურადღებას იმსახურებენ გოგოები, ამ შედეგების ფონზე მითუმეტეს. ❤️💙⚽
Au eseni magari mglebi gvyavs,imedia wels wamoigeben ra tass❤️