“ბარსელონასა” და ფეხბურთის ლეგენდამ, ამერიკული “ინტერ მაიამის” ახლანდელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ პოდკასტ Big Time-ში რამდენიმე ძალიან საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
“პარი სენ-ჟერმენში” გადასვლა რთული იყო, რადგან “ბარსელონაში” თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი და დარჩენას ვგეგმავდი. “ბარსას” დასატოვებლად მზად არ ვიყავი, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ჩემი ცხოვრების ხელახლა გადაწყობა მომიწია. ახალი ჩემპიონატი, ახალი კლუბი, ახალი გასახდელი… ასეთ ცვლილებებს არ მოველოდით, რის გამოც თავიდან გაგვიჭირდა.
ბავშვობაში “ბარსაში” გადასვლა გამიჭირდა. ბავშვი ვიყავი და ახალ მეგობრებთან, ქვეყანასთან, ქალაქთან, ადამიანებთან, სკოლასთან შეგუება მომიწია. ჩემთვის ეს ყველაფერი თავდაპირველად რთული იყო, მაგრამ, ვფიქრობდი, რაც მინდოდა, იმას გავაკეთებდი – “ბარსელონას” მსგავს დიდ გუნდში თამაში, რამაც წინსვლის შესაძლებლობა მომცა. ეს შთამბეჭდავი და ძალიან სასიამოვნო მოგზაურობა იყო. კატალონიურ კლუბში ყოველთვის ძალიან კარგად მეპყრობოდნენ და მათი მადლობელი ვარ.
კარიერის დასრულება? იმ მომენტში, როდესაც ვიგრძნობ, რომ თამაში აღარ შემეძლება, ვეღარ ვისიამოვნებ ან ვეღარ დავეხმარები თანაგუნდელებს, კარიერას დავასრულებ. ძალიან თვითკრიტიკული ვარ. ვიცი, როდის ვარ კარგი, როდის – ცუდი, როდის ვთამაშობ კარგად, როდის – ცუდად. როცა ვიგრძნობ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის დრო დადგება, ამას ასაკზე ფიქრის გარეშე გავაკეთებ. თუ თავს კარგად ვიგრძნობ, ყოველთვის ვეცდები, ფეხბურთის თამაში განვაგრძო, რადგან ეს ისაა, რაც მომწონს და ვიცი, როგორ გავაკეთო.
ჯერჯერობით არ მიფიქრია იმაზე, რას გავაკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ. დღეისათვის, ვცდილობ, ვისიამოვნო ყოველი დღით, მომენტებით და სხვა რაღაცებზე არ ვიფიქრო. ჯერ გადაწყვეტილი არაფერი მაქვს, თამაშს კიდევ ცოტა ხნით გავაგრძელებ. როცა დრო მოვა, აუცილებლად ვიპოვი გზას, გავაკეთო ის, რაც დამაკმაყოფილებს და მომეწონება. სპორტული კუთხით გამიმართლა, რომ ყველა ოცნება ავისრულე, მეტს ვერც ვითხოვდი. მადლობა ღმერთს, რომ პროფესიონალურ და პიროვნულ დონეზე ძალიან ბევრი რამ მომცა. ვცდილობ, ვისიმოვნო ყველაფრით, რაც ღმერთმა მიბოძა.
მსოფლიო ჩემპიონატის მოგება? ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის და მთელი ქვეყნისთვის მსოფლიო ჩემპიონობა მაგიური რამ იყო. ეს მთელი ცხოვრება ჩვენთან დარჩება. ჩემპიონები რომ არ გავმხდარიყავით, რა თქმა უნდა, ნაკრებს დავტოვებდი, თუმცა, საბედნიეროდ, მუნდიალი მოვიგეთ და არგენტინას კიდევ ერთი ტიტული შევმატეთ.
ფეხბუთში რაც კი საოცარი თასი იყო გუნდური თვალსაზრისით არის ეს თუ პირადი ჯილდოები ყველაფერი მოიგო. ერთი ევროპის ტურნირია პრესტიჟული და მაგასაც მოიგებდა ესპანეთის სახელით რომ გამოსულიყო .
აფსუს, ამ ახალგაზრდებთან რას ითამაშებდა. კარში ზუსტად დამრტყმელი გვაკლია ყველაზე ძაან.
საუკეთესო იუთუბ პროექტს❤️
ორშაბათობაში მალე მიიწვევენ ნეტა?
ამის მსგავსი როდის დაიბადება აწი ვინ იცის. ამის რეკორდს ვერავინ მოხსნის მგონი. ოქროს ბურთების ცეხი გახსნა ტიპმა.
კაცმა ეპითეტები ამოწურა, ახალს ვერეფერს იტყვი მის შესამკობად, ალბათ ამითაც ნათქვამია ყველაფერი, უდიადესი ფეხბურთელი და უბრალოდ კარგი კაცი ხარ ლეოო!!!