ესპანეთის ნაკრებში გამოძახებულმა პაუ კუბარსიმ სერხიო რამოსის სანაკრებო რეკორდი გააუმჯობესა.
რამოსის ეროვნულ გუნდში დებიუტი 18 წლისა და 11 თვის ასაკში შედგა, კუბარსიმ კი ესპანეთის ნაკრების მაისური 17 წლის ასაკში მოირგო.
ესპანელები ნაკრებში სერხიო რამოსის გზის გამგრძელებლად სწორედ პაუ კუბარსის მიიჩნევენ, რომელმაც კოლუმბიასთან მარცხის შემდეგ კომენტარიც გააკეთა.
ჩემი დებიუტით ძალიან ვამაყობ, რადგან ამაზე ბავშვობიდან მოყოლებული ვოცნებობდი. მწვრთნელის ნდობას ვაფასებ და შევეცდები, რომ მინდორზე ჩემი მაქსიმუმი დავტოვო.
– ამბობს კუბარსი.
ბრაზილიასთან იმედია სკამზე იქნება მთელი თამაში. რამე ტრავმა არ მიიღოს.
ებიჭო დაასვენეთ ბაღანა
რამოსის გზის გამგრძელებლად მიჩნევა არაა სწორი😃 ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი ფეხბურთელი იყო ეგ კაცი თავისი საქციელებით მოედანზე და არაფერი განსაკუთრებული მცველი ეგ არ იყო უბრალოდ ყველას ჩეხავდა და ხალხსაც ეგ უნდოდა ზუსტად თორე მალდინის გვერდით რო აყენებს ხალხი იმას იქ რა უნდა ტიპი ხოცავდა ხალხს მოედანზე იმ ნაძირალა პეპესთან ერთად და მალდინის კი ერთი ასეთი გამონათქვამი აქვს "თუ ვარდნის გაკეთება მიწევს უკვე შეცდომა მაქვს დაშვებული" და იმ კაცთან როგორ უნდა დააყენო ის ნაჯახი და ეს ბიჭი კი არის სუფთა პუიოლის გზის გამგრძელებელი
მაგ მწვრთნელს ერიდე, ხო ნახე სად გაუშვა გავი.