რობერტ ლევანდოვსკის საუდის არაბეთის ლიგაში თამაში ამ ეტაპზე არ სურს, რაზეც Mundo Deportivo წერს.
ესპანური მედიის მტკიცებით, პოლონელმა თავდამსხმელმა არაბული კლუბისგან საკმაოდ სარფიანი წინადადება უარით გაისტუმრა.
არაბები ლევანდოვსკის წლიურად 100 მილიონ ევროს სთავაზობენ, მაგრამ რობერტი შეუვალია. მან ბოლო პერიოდის არაერთ ინტერვიუში დაადასტურა, რომ “ბარსელონაში” დარჩენა სურს.
– წერს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკის “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2026 წელს ეწურება.
ერთი წელი დარჩეს, ჯერ კიდევ უმაღლესი დონის ფორვარდია.
რათ უნდა, ვითომ არ ექნება ერთი მაგდენი დაგროვილი მთელი კარიერის მანძილზე? ამ კაცს წყნარი ფეხბურთი და წყნარი ცხოვრება სურს. როგორც გერმანელი მოქალაქეების უმრავლესობას, რომლებიც პენსიაზე გასვლის შემდეგ ესპანეთის საკურორტო ქალაქებში ყიდულობენ ბინებს და გაყინული გერმანიის შემდეგ თბილ პლიაჟებზე ცხოვრებას ამჯობინებენ. როგორც მახსოვს ამას ბინა დიდი ხნის წინ აქვს ნაყიდი ესპანეთში.