იტალიური “უდინეზეს” სპორტის დირექტორმა, კიკე პინამ განაცხადა, რომ კატალონიის “ბარსელონამ” ალექსის სანჩესში იმაზე ბევრად მეტი თანხა გადაიხადა, ვიდრე მათ თავიანთ ოფიციალურ საიტზე დაწერეს.
შეგახსენებთ, რომ “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობამ გაავრცელა ინფორმაცია, ვითომ ჩილელი ფორვარდი 26 მილიონ ევროდ შეიძინეს და ამას პლიუს რაღაც ბონუსებს გადაუხდიდნენ “უდინეზეს” პირველ პირებს.
“სანჩესი “ლურჯ-ბროწეულისფერებს” 43 მილიონი ევრო დაუჯდათ. მათ თქვეს, რომ ვითომ 26 მილიონი გადაგვიხადეს, მაგრამ ეს აბსურდია. ჩვენ ალექსისს ასეთ პატარა თანხაში არ გავყიდიდით. ასე რომ დროა ყველამ სიმართლე იცოდეს.” -განაცხადა პინამ.
