მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი ”სიტისაც” მოუნდა

აბიდალი ”სიტისაც” მოუნდა

კატალონიური ”ბარსელონას” და საფრანგეთის ნაკრების მცველმა, ერიკ აბიდალმა ამის შესახებ განცხადება თავად გააკეთა.

”არის რამდენიმე კლუბი, რომლებიც ჩემდამი ინტერესს იჩენენ. მათ შორის არის ”პსჟ”, ”მილანი” და ”მანჩესტერ სიტი”. მიუხედავად ამისა ჯერ-ჯერობით კონკრეტული წინადადება არ მიმიღია” – განაცხადა აბიდალმა.

”ძალიან დიდ პატივს ვცემ ”ბარსელონას”, თუმცა თუ ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ კარები ჩემთვის ღია იქნება. ვფიქრობ, რომ მაღალ დონეზე თამაში კიდევ 2 წელი შემიძლია. მე მაქვს მიზანი. საფრანგეთის ნაკრები ევრო 2012-ზე მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ასევე ძალიან მინდა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოვხდე” – დაასრულა ერიკმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში