მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ახალი “მასიას” ინაუგურაცია

ახალი “მასიას” ინაუგურაცია

ხუთშაბათს, 20 ოქტომბერს, 19:30 საათზე დაიწყება ახალი “მასია ორიოლ ტორტის” ინაუგურაცია, რომელსაც შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ “ონლაინ” რეჟიმში “ბარსელონას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 

ინაუგურაცია ემთხვევა “მასია დე კან პლანეს” დაარსების 32-ე წლისთავს. მსოფლიოს მაშტაბით, კლუბის ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით ცერემონიის ხილვა სამ ენაზე შეგეძლებათ (კატალონიურზე, ესპანურზე და ინგლისურზე). “ბარსელონა” პირველი კლუბია, რომელიც ღონისძიებას YouTube საშუალებით “ონლაინ” რეჟიმში გადასცემს.

 

Twitter-სა და Facebook-ზე “ბარსას” 25 მილიონზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს, (@fcbarcelona_cat, @fcbarcelona, @fcbarcelona_es და http://www.facebook.com/fcbarcelona ), ასევე ყველაზე დიდი მოხმარებით სარგებლობს კლუბის YouTube არხი ( http://www.youtube.com/fcbarcelona ), რომელიც 110,083 მომხმარებლით პირველ ადგილზეა.

 

 

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში