workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესი 427 წუთია გოლს არ უშვებს

ვალდესი 427 წუთია გოლს არ უშვებს

”ვალენსია” – ”ბარსელონას” მატჩის 23-ე წუთის შემდეგ, როცა ვალდესის კარი პაბლო ერნანდესმა დალაშქრა კატალონიური გუნდის კარი აუღებელი რჩება, რაც გვარდიოლას გუნდის დაცვაში კარგი თამაშის მაჩვენებელია.

უკვე თითქმის ერთი თვეა გუნდს გოლი არ გაუშვია. 21 სექტემბერს კატალონიელებმა ”ვალენსიასთან” ფრედ, 2:2 ითამაშეს და მას შემდეგ ვიქტორ ვალდესი კარს მშრალად ინახავს.

”ატლეტიკო”, ”ბატე”, ”სპორტინგი” და ”რასინგი”

”ბარსამ” 4 მშრალი მატჩი ჩაატარა. მათ შორის ჩემპიონთა ლიგის და პრიმერას მატჩები. ამ მატჩებში გუნდმა საკუთარი ფორმა აღიდგინა, რომელიც ხასიათდება მაღალი დაცვითი ფუნქციებით პეპ გვარდიოლას გამოჩენის შემდეგ.

პრიმერას 7 მატჩი ”ნოუ კამპზე”

ამ სეზონში პრიმერაში ”ბარსას” ”ნოუ კამპზე” გოლი არ გაუშვია. თუ წინა სეზონს გადავხედავთ დავინახავთ, რომ სეზონის ბოლოს პრიმერას უკანასკნელ 7 ტურში ”ნოუ კამპზე” ვიქტორ ვალდესს გოლი არ გაუშვია.

უკეთესი დაცვა – უკეთესი შეტევა

საერთოდ გუნდები, რომლებიც თავს კარგად იცავენ შეტევაში ძალიან სახიფათონი არ არიან, მაგრამ გვარდიოლას გუნდს ეს წესი არ ეხება. მიმდინარე სეზონში ”ბარსამ” ”ნოუ კამპზე” 21 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში ბურთი არ მიუღია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward