მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ “რასინგს” დუბლი შეუსრულა და ეს მისთვის ბოლო 100 ჩატარებულ შეხვედრაში 102-ე და 103-ე გოლები იყო. როგორც იტყობინება AS, 24 წლის არგენტინელი ფეხბურთელი საშუალოდ, ყოველ 82 წუთში იღებს მეტოქის კარს.

ბოლო 100 შეხვედრიდან, ლეომ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით პრიმერა დივიზიონში 62 მატჩი ჩაატარა (66 გოლი), ესპანეთის თასის 9 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა (7 გოლი), ესპანეთის სუპერთასის 4 მატჩი ჩაატარა (6 გოლი), 22-ჯერ დაეხმარა გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე (21 გოლი), ერთხელ ევროპის სუპერთასზე (1 გოლი) და ორჯერ კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე (2 გოლი).

ასევე აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გამოირჩევა შედეგიანი პასებითაც. მან ბოლო 100 მატჩში, 38 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში