მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: “არ ვნერვიულობთ გვარდიოლას კონტრაქტზე”

ბართომეუ: “არ ვნერვიულობთ გვარდიოლას კონტრაქტზე”

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობას არ სურს, რომ კვლავ დაიწყოს ხმაური და მითქმა–მოთქმა “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას წასვლა არ წასვლის თაობაზე.

 

“ჩვენ ნამდვილად არ ვნერვიულობთ გვარდიოლას კონტრაქტის თაობაზე. პეპს ნებისმიერ დროს შეუძლია აწარმოოს საუბრები ხელმძღვანელობასთან გახანგრძლივების შესახებ. როდესაც ამის დრო მოვა, იგი თავად გვეტყვის. რაც შეეხება უშუალოდ “ბარსელონას”, გუნდს დაღლილობა ნამდვილად არ ეტყობა და ფეხბურთელები კვლავ ძალიან ამბიციურები და მონდომებულები არიან.” –განაცხადა “ლურჯ–ბროწეულისფერთა” ვიცე–პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ.

 

გუნდის პროგრესით ასევე კმაყოფილია ანდონი სუბისარეტაც. მან ორი სიტყვით “რასინგთან” გამართულ მატჩზე ისაუბრა.

 

“თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, რადგან “რასინგმა” კარგად ჩაკეტა თამაში. სანტანდერელები შესანიშნავად იცავდნენ თავს და პრესინგზეც აქტიურები იყვნენ. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც მოვახერხეთ და პირველი გატანილი გოლის შემდეგ ნამდვილად გავტეხეთ ისინი.” –განაცხადა “ბარსას” სპორტულმა დირექტორმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში