”ბარსას” ფეხბურთელმა, ტიაგო ალკანტარამ მატჩის შემდეგ ინტერვიუში ისაუბრა, მისი გუნდის კიდევ ერთ წარმატებაზე. იგი თვლის, რომ ”ბარსამ” არც თუ ისე ადვილად მოიპოვა გამარჯვება. ტიაგოს აზრით, ეს არ ყოფილი ადვილი გასეირნება.
”ჩვენ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ”.
“ძალიან რთულია თამაში, როდესაც ამდენი ფეხბურთელი თავიანთი ეროვნული ნაკრებების თამაშებიდან არის დაბრუნებული. ეს ძალიან რთული საქმეა, მაგრამ ჩვენ მაინც გავუმკლავდით ყველაფერს და მოვიპოვეთ არც თუ ისეთი ადვილი გამარჯვება. მთლიანობაში მე კმაყოფილი ვარ ამ გამარჯვებით. ბიჭებმა ყველაფერი კარგად გავაკეთეთ”– განაცხადა მან Goal.com-თან მიცემულ ინტერვიუში.
