მემფის დეპაი “ბარსელონას” იმ ფეხბურთელებს შორისაა, რომელთა მომავალიც სხვა ტრანსფერებზეა დამოკიდებული. თუ “ბარსა” რაფინიასა და უსმან დემბელეს დამატებას მოახერხებს, გუნდში ნიდერლანდელი შემტევის ადგილი აღარ დარჩება.
ცნობილი ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონამ” ამერიკული ტურნეს სარეკლამო სურათებიდან მემფის დეპაის ამოღება მოითხოვა. ამას ერთადერთი მიზეზი შეიძლება, ჰქონდეს – კატალონიურ კლუბში მიაჩნიათ, რომ “ბარსას” ამერიკაში ყოფნის დროს მემფისი უკვე სხვა გუნდის წევრი იქნება. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ დემბელესა და რაფინიას საკითხი მართლაც თითქმის ბოლომდე გადაწყვეტილია.
ცნობილია ისიც, რომ თავად დეპაის წასვლა არ უნდა, მაგრამ რაფინიას, დემბელესა და ლევანდოვსკის მოსვლის შემთხვევაში მისი სათამაშო დრო მინიმუმამდე შემცირდება და დიდი ალბათობით 28 წლის შემტევი აზრს შეიცვლის.
ესეც ტრავმებისკენ მიდრეკილია, თან კუმანის არჩეულია, თან ობამა ბევრად მარტივად შეეწყო გუნდს, თან ლევანა და რაფინიაც თუ მოიყვანეს მართლა აღარ ათამაშებენ და ჯობია წავიდეს. თითქოს მაინც ვერმოერგო ბარსას სტილს
ეგ ჯერ კიდევ საკითხავია დემბელე ვის ამოაგდებს ძირითადიდან, რაღაც ძალიან მალე დაგავიწყდათ რამდენი თამაში აქვს ჩატარებული დემბელეს ამ 5 წელიწადში. და რამდენი გოლი აქვს გატანილი.
ტიპი რა ტექნიკურია ჯანზეა კაი დარტყმა და რადგინდა ხასიათის კაცია მაგარი პოზნი შეტევას სისწრაფე რომ უნდა შემატოს პირიქითაა ანელებს, უნდა წავიდეს ლიონის მსგავს გუნდში ლიდერი რომ იყოს მისთვისაც უკეთესი იქნება და ბარსასთვისაც
ისე ჩავი აშკარად სწრაფი ფეხბურთელების მოყვანაზე მუშაობს. დემბელე ცო დატოვა. რაფინია მოიყვანა. დაცვაშიც კუნდე უნდა და ეგეც სწრაფია. ნახევარშიც კესი მოიყვანა რომლის დადებითი მხარე ფიზიკა და სისწრაფეა. დაცვაში გვინდა ფლანგზე სწრაფი ფეხბურთელი და იდეალური იქნება
სწორი გათვლაა. ტემპი გაზრდილია ფეხბურთში და სისწრაფე განუყოფელი ნაწილია, თან ლა ლიგის გუნდების ავტობუსების წინააღმდეგ სტატიკური მოქმედებით ვერ გახვალ ფონს, სწრაფი გადაადგილებაა მასეთი დაცვის გასაღები ზუსტად
ჰო მაგრამ კასილასი კლუბის ლეგენდაა ჩვეულებრივი და დეპაიზე იგივეს ვერ ვიტყვით აშკარად. კი უმადური საქციელია და არაფერი დაუშავებია ასე რომ ვუშვებთ, მაგრამ ისევ და ისევ ბართომეუს მემკვიდრეობის ნაყოფია ეს მოვლენები თორე დეპაიზე მაღალი დონის მოთამაშეები უნდა იყვნენ ზოგადად ბარსელონაში
შემოვევლე ჩავის კარიერას და ფეხბურთელობას და ასე შემდეგ მაგრამ უსამართლობის სუნს უშვებს უკვე ძალიან ხშირად. ზოგადად უმადურ კლუბად იქცა რა ბარსა. კასილასი რო მიდიოდა რეალს ვა*ვავდით რო უაზროდ გაუშვეს არც გაცილება არც არაფერი და ესენი ვაბშე რეებს აკეთებენ…
ლევანა თუ მოგვყავს მაშინ ამისი ადგილი მართლა აღარაა, არადა არ იყო ცუდი, ჰქონდა რაღაც კარგი პერიოდი