workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ დემბელეს განვითარებაზე ზრუნვის ახალი გეგმა შეადგინა

ბარსელონამ დემბელეს განვითარებაზე ზრუნვის ახალი გეგმა შეადგინა

“ბარსელონას” ხელმძღვანელები უსმან დემბელეს მნიშვნელოვან მოთამაშედ მიიჩნევენ და აპირებენ, მას სრული პოტენციალის გამოყენებაში ხელი მაქსიმალურად შეუწყონ. ინფორმაციას Marca ავრცელებს. 

კლუბი მიიჩნევს, რომ წინა ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ფრანგ შემტევზე ზრუნვას ვერ ახერხებდა და სწორედ ამას აბრალებენ იმ ფაქტს, რომ დემბელემ თავისი შესაძლებლობების სათანადოდ გამოვლენა ვერ მოახერხა. 

ლაპორტამ და მისმა თანაშემწეებმა შეადგინეს გეგმა, რომელიც უსმანის კვების, დასვენების, მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების კონტროლს ითვალისწინებს. მათ სურთ, რომ 24 წლის ფეხბურთელი “ბარსას” შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდეს. 

“ბარსელონასა” და დემბელეს კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლომდე აქვს. კლუბს მისი უფასოდ დათმობა არ სურს და ახლო მომავალში ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (14)

  • azulgerana
    schedule 11 სექ 2021, 21:54

    დემბელე barca-4

  • nika 54
    schedule 11 სექ 2021, 15:36

    კლუბი მიიჩნევს, რომ წინა ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ფრანგ შემტევზე ზრუნვას ვერ ახერხებდა და სწორედ ამას აბრალებენ იმ ფაქტს, რომ დემბელემ თავისი შესაძლებლობების სათანადოდ გამოვლენა ვერ მოახერხა.
    ანუ, პიკე,ს პუიოლს,ალვესს, ჩავის, ინიეტას, ნეიმარს, სუარესს და დაჟე მესისთვის წინა ხელისუფლებამ მოახერხა ზრუნვა, და ამ ერთ დემბელეს და სხვათა შორის გრიზმანსაც ვერ მიაქციეს ყურადრება? ნუ ყვებით ზღაპრებს. ფეხბურთელი ან ვარგა ან არ ვარგა როგორც ნებისმიერი ადამიანი და მორჩა ლაპარაკი, რაის მზრუნველობა უნდა კაცს, ვარჯიშებზე რო აგვიანებს და თავის ნაჭამს რო ვერ ალაგებს. მერე ამ ნაგვის დაგროვებაში ბინის პატრონს ჯარიმებს უხდის. ამის ადგილი აფრიკის დიდ სოფელში მენახირეობაა, საქონელი რო გაექცევა დაეწევა და მოაბრუნებს.

  • azulgerana
    schedule 11 სექ 2021, 15:04

    ციტატა: JustBarcaLover
    დემბელემ კარში დარტყმა რომ იცოდეს ოოოო ახლა პელეს გოლების რეკორდს დაამხობდა დდ


    სულ ტრამვა აქვს და როდის დაარტყავს? ისე რომ იცოდე სასწაული დარტყმა აქვს 🙂

  • azulgerana
    schedule 11 სექ 2021, 14:45

    ვინმემ წაიკითხა ეს შედგენილი გეგმა?

  • M10 S9 D11
    schedule 11 სექ 2021, 14:35

    ლიჟბი ტრამვები არ მიიღოს და რაღაცაში გამოიყენებს კაცი

  • Don_Andresito
    schedule 11 სექ 2021, 14:34

    ხოო მიდი განავითარე, მერე ჩათვლის რო ბარსაზე უკეთესს იმსახურებს და უფასოდ წავა. ან ვინ უნდა განავითარო, გამრავლების ტაბულით უნდა დაიწყო ამისი გონებრივი განვითარება

  • David Vachnadze
    schedule 11 სექ 2021, 14:22

    RiquiPuig,
    დაჟე შეიძლება მესიზე ნიჭიერიცა..

    ესეთი სიჩლუნგე პირველად მოვისმინე🤦🏿‍♂️

  • frenkie dejong21
    schedule 11 სექ 2021, 14:15

    ჩვენს დემბოს მთავარი რაცაა ეგ არააქ და მაგას ვერ ასწავლით

    იტელექტი აქ მინუსებში და მაგი არ ისწავლება

  • RiquiPuig
    schedule 11 სექ 2021, 13:36

    გონების ვარჯიშები აჯობებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ვარჯიშებს.არაფერი არ დადგება ამისგან,შეუძლია 5 ფეხბურთელი მოატყუოს მაგრამ მერე ჩიტები მოხსნას ან თავის ფინტებში აიხლართოს.ნიჭი რომ აქვს ამას არავინ უარყოფს,დაჟე შეიძლება მესიზე ნიჭიერიცაა მაგრამ მესის საფეხბურთო ინტელექტი აქვს უდიდესი,სწორედ მაგის წყალობით განივითარა პასის კულტურა და პოზიციის უზუსტესი შერჩევა.ამას რომ მესის ინტელექტი მისცა გავარტყი მბაპეს და ჰალანდს ბოინგა სიფათში.

  • nikolozi96
    schedule 11 სექ 2021, 13:26

    არადა ამის თამაშის მომენტებს ვუყურე გოლები პასები და აი რავიი ვაფშე სხვადასხვა ფეხბურთელი დორტმუნდის დემბელე და ბარსას დემბელე..დორტმუნდის ნახევარი რო იყოს ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა

  • Nikabedinadze
    schedule 11 სექ 2021, 13:19

    ძალიან ჩლუნგი ფეხბურთელია,რაც არ უნდა ეცადონ ამაზე მეტი არ მგონია განვითარდეს

  • DE PE FA
    schedule 11 სექ 2021, 13:12

    ეს არაა ლაპორტა ორეული ჩაგვიდეს როსელი ან სირთომეუა ლაპორტას როჟით😁როდის იყო ლენგლესგან სალამური გამოდიოდა

  • La Pulga10
    schedule 11 სექ 2021, 13:11

    დემბელე და განვითარება ორი ურთიერთსაპირისპირო ცნებებია.ლიჟბი კონტრაქტი გაახანგრძლივოს და მერე გაყიდონ,ან ვინმეს ტრანსფერში ჩართონ,მაგალითად ჰოლანდის.

  • azulgerana
    schedule 11 სექ 2021, 13:05

    სწორია