workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კოუტინიომ იცის, რომ ეს სეზონი მისთვის ბოლო შანსი იქნება

კოუტინიომ იცის, რომ ეს სეზონი მისთვის ბოლო შანსი იქნება

TyCSport-ის ჟურნალისტის, მიკელ ბლასკესიეს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფილიპე კოუტინიოს მიმდინარე სეზონში საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება სურს, რისთვისაც თავდაუზოგავად შრომობს.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელმა ნახევარმცველმა იცის, რომ ეს სეზონი მისთვის “ბარსელონაში” თავის დასამკვიდრებლად ბოლო შანსი იქნება. 29 წლის ფეხბურთელი პერსონალურად ვარჯიშობს, რათა სასურველ ფორმას დაუბრუნდეს.

კოუტინიო დეკემბრის შემდეგ ტრავმირებული იყო და ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა. როგორც ცნობილია, ფილიპე რონალდ კუმანის ნდობით სარგებლობს, რის გამოც მას თამაშის შანსი აქტიურად მიეცემა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელი შუახაზელი მიმდინარე სეზონში პირველ მატჩს “ბაიერნის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 11 სექ 2021, 16:03

    ცოდოა ბაიერნთან, დალეწავენ და ისევ 6 თვით გაუშვებენ ლაზარეთში.

  • azulgerana
    schedule 11 სექ 2021, 13:14

    უნდა აცნობიერებდეს

  • datio
    schedule 11 სექ 2021, 02:15

    მთავარია ჯანზე იყოს და იმდენად დაიცალა გუნდი შეტევის შემქმნელი რესურისგან რომ … ნელ-ნელა გაშლის ფრთებს.

  • CuleTillIDie
    schedule 11 სექ 2021, 00:39

    ლივერპულის კოუტინიოს თამაშის ყურება ერთი სიამოვნება იყო. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. ეჰ ნეტა მაგ თამაშის ნახევარი მაინც აჩვენოს აქ 😪