დღეს, ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ სერჟი რობერტოსთან ხელფასის შემცირების თაობაზე შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ დოკუმენტზე ხელმოწერაა საჭირო.
Sport-მა შეთანხმების დეტალების გარკვევა შეძლო. წყაროს ინფორმაციით, “ბარსელონა” 29 წლის ფეხბურთელს კონტრაქტს 2 წლით, 2024 წლამდე, გაუხანგრძლივებს და ანაზღაურების ნაწილს სწორედ ამ წლებზე გადაუვადებს.
Sport ასევე იტყობინება, რომ რობერტოსთან მოლაპარაკებები მთელი ზაფხულის განმავლობაში ჰარმონიულად მიმდინარეობდა, თუმცა იმის გამო, რომ ესპანელს ხელშეკრულებით კლუბთან მხოლოდ ერთი წელი აკავშირებს და მისი ხელფასი ახალწვეულების დარეგისტრირებას ხელს დიდად არ უშლიდა, მასთან შეთანხმების მიღწევა საჩქარო არ იყო.
რობერტო “ბლაუგრანას” პირველ გუნდში 2010 წლიდან ირიცხება და კლუბის მაისურით 307 შეხვედრა აქვს ჩატარებული. სერჟი “ბარსელონას” მესამე კაპიტანია.

Sport ასევე იტყობინება, რომ რობერტოსთან მოლაპარაკებები მთელი ზაფხულის განმავლობაში ჰარმონიულად მიმდინარეობდა.
ჰარმონიულად თუ მიმდინარეობდა მთელი ზაფხული რათ უნდოდა კონტრაქტზე ხელოწერას. მე რაღაც მახსოვს კაპიტნები ბუინობდნენ მარტო ჩვენ რატო უნდა შევიმციროთო ხელფასი. თუ იქაც მწერლების ფანტაზიები მუშაობდა.
დაცვას არ გააკარონ და ნახევარდაცვაში კიდე ჯანდაბას🙄
2023 წლამდე ბუსკეტსი და პიკე წავლენ ალბათ. ძაან დიდი ალბათობით მინიმუმ 1-2 წელი რობერტო უკაპიტნებს გუნდს