“ბარსელონას” თავკაცმა, რონალდ კუმანმა ცოტა ხნის წინ საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც განაცხადა, რომ “ბარსას” გაწვრთნა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში სურს.
მიუხედავად ამისა, Diario SPORT-ის დირექტორის, ლუის მასკაროს ინფორმაციით, ჟოან ლაპორტამ და რონალდ კუმანმა საერთო ენა, მაინც ვერ გამონახეს, რის გამოც, მიმდინარე სეზონის შემდეგ, კატალონიელთა სათავეში ნიდერლანდელი სპეციალისტის მომავალი ბუნდოვანია.
კუმანის ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლამდეა ძალაში. ჯერჯერობით, უცნობია, კლუბი მას ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს თუ არა.

რატო წერენ ეს იტალიელები ბარსელონაზე სავარაუდო პროგნოზებს. ვინ ეკითხებათ.
ძალიან კარგი თუ ვერ გამონახეს საერთო ენა. ესე იგი წავა მალე და ეხლა მაინც ვინმე ნორმალურს მოიყვანენ.
მაგის მოყვანას ჯობია ის მწვრთნელი მოვიყვანოთ ვინც დე იონგი, დე ლიგტი, გრავენბერხი, ვან დე ბეეკი და აკიმ ზიეში გაზარდა
გრეივენბერხი მაგარია, მორიბას წასვლის მერე გვჭირდება ვინმე ეგეთი. მარა ლაპორტა გაშვებების მამაა და ტყუილების.
ჩავი ჰამოდი რა…
მაგის მოყვანას ჯობია ის მწვრთნელი მოვიყვანოთ ვინც დე იონგი, დე ლიგტი, გრავენბერხი, ვან დე ბეეკი და აკიმ ზიეში გაზარდა
სანამ აქაა რაიან გრავენბახზე იჩალიჩონ იქნებ 🙁 ცენტრ. ნახევარმცველი ისედაც გ ჭირდება და მაგაზე უკეთესი მე არ მეგულება (ჩემი აზრია და მგონია უბრალოდ ტოპ მოთამაშე იქნება მალე)
ეხლავე ააცმევინეთ სანამ დროა
პოზიტიური სიახლე
პოზიტიური სიახლეა
ეს რაც მალე წავა მით უკეთესი გუნდისთვის. იმედია ხვდება ლაპორტაც რომ ამის აქ გაჩერება არ შეიძლება.