workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა ბონუსებს ითვალისწინებდა ანტუან გრიზმანის კონტრაქტი ბარსელონასთან

რა ბონუსებს ითვალისწინებდა ანტუან გრიზმანის კონტრაქტი ბარსელონასთან

ანტუან გრიზმანის “ატლეტიკოში” დაბრუნების შემდეგ Diario Sport-მა ფრანგი ფეხბურთელის “ბარსელონასთან” კონტრაქტის ის დეტალები გამოაქვეყნა, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო.

კატალონიური გამოცემის ცნობით, ხელშეკრულება არაერთ ფინანსურ ბონუსს ითვალისწინებდა, რომელთა დიდი ნაწილიც 30 წლის ფორვარდისა და მისი გუნდის არც ისე შთამბეჭდავი თამაშის გამო არასდროს შესრულებულა. 

ინდივიდუალური მიღწევებისთვის კონტრაქტში შემდეგი ბონუსები შედიოდა:

  • ოქროს ბურთის მოგებისთვის: 1 მილიონი ევრო
  • FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მიღებისთვის: 750 000 ევრო
  • ლა ლიგას წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებისთვის: 500 000 ევრო
  • UEFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებისთვის: 500 000 ევრო

გუნდური ბონუსები კი ასეთი იყო:

  • ტრებლის მოგებისთვის: 4 მილიონი ევრო (ცალკეული ტურნირების მოგების ბონუსების ჩათვლის გარეშე, რომლებიც ამ შემთხვევაში ისედაც გარანტირებული იქნებოდა)
  • დუბლის მოგებისთვის: 2.25 მილიონი ევრო ლა ლიგისა და კოპა დელ რეის ან ჩემპიონთა ლიგისა და კოპა დელ რეის მოგებისთვის; 3.75 მილიონი ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის
  • 1.5 მილიონი ევრო ლა ლიგის მოგებისთვის
  • 500 000 ევრო ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, 1 მილიონი 1/4 ფინალში, 1.5 მილიონი ნახევარფინალში, ხოლო 2 მილიონი ფინალში გასვლისთვის (ანაზღაურება ერთჯერადი იყო და ყოველ მომდევნო ეტაპზე გასვლა წინა ბონუსს აუქმებდა). 

ჩამოთვლილთაგან, ანტუან გრიზმანმა 2 სეზონის განმავლობაში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პრიზები მიიღო, რაც ჯამში 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 08 სექ 2021, 20:17

    ციტატა: frenkie dejong21
    ნეტა ეგ ყველაფერი მომხდარიყო და ალილი ყოფილიყო ატლეტიკოზე ეგ ფული 😕


    ატლეტიკოსი კი არა გრიზმანის იყო ეგ ფული. ეს გრიზმანის პირადი ბონუსები იყო.

  • azulgerana
    schedule 08 სექ 2021, 20:08

    ციტატა: azulgerana
    ბართომეუმ მახსოვს რომ თქვა. კლუბი რომ მეოთხედ ფინალშია უკვე აქეთ წაგებაშია კლუბი ხელფასების გამოო. მოკლედ უნდა დაშლილიყო რაა ეს სასტავი და ლაპორტამ გააკეთა ეგ. ძალიან საწყენია მესის დაკარგვა მაგრამ მესის გარეშე იგებს არაბი მუჰამედ სალაჰი ლიგას და იგოლე კანტე ჩელსიში ეგერ.


    ძალიან კარგი სტატიაა

  • frenkie dejong21
    schedule 05 სექ 2021, 16:45

    ნეტა ეგ ყველაფერი მომხდარიყო და ალილი ყოფილიყო ატლეტიკოზე ეგ ფული 😕

  • ბართომეუს ბოტი
    schedule 05 სექ 2021, 14:07

    წავიდა მორიბა და მოკვდა საიტი

  • C.PC5
    schedule 05 სექ 2021, 13:52

    ბიჭო აი ამდენი სი*ობის ჩაწერას ყველა ფეხბურთელის კობტრაქტში ნიჭი ხო უნდა არა? ბართუშ საღოლ, სულ ასე როგორ გამოამჟღავნე ეგ შენი ნიჭი დღემდე გვაოცებ😭

  • azulgerana
    schedule 05 სექ 2021, 12:39

    ბართომეუმ მახსოვს რომ თქვა. კლუბი რომ მეოთხედ ფინალშია უკვე აქეთ წაგებაშია კლუბი ხელფასების გამოო. მოკლედ უნდა დაშლილიყო რაა ეს სასტავი და ლაპორტამ გააკეთა ეგ. ძალიან საწყენია მესის დაკარგვა მაგრამ მესის გარეშე იგებს არაბი მუჰამედ სალაჰი ლიგას და იგოლე კანტე ჩელსიში ეგერ.