მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ Cadena Ser-თან “ბარსელონადან” ანტუან გრიზმანის დაბრუნების შესახებ ისაუბრა:
როდესაც გრიზმანმა გუნდი დატოვა, ვთქვი, რომ “ბარსაში” მას ისე ვერ შეიყვარებდნენ, როგორც აქ უყვარდათ. ანტუანი უცნაურად წავიდა, თუმცა მან აჩვენა, რომ დაბრუნება სურდა.
30 წლის თავდამსხმელი “როხიბლანკოს” სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ საათებში ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. მადრიდულ კლუბს სეზონის ბოლოს მისი 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება აქვს.
გრიზმანმა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში 102 შეხვედრა ჩაატარა და თავი 35 გოლსა და 17 საგოლე გადაცემას მოუყარა.

ეს რა გველია, გაცვლაზე რო მიდიოდა ლაპარაკი მაშინ თქვა გულშემატკივარი არ აპატიებს გრიზმანსო ატლედან წასვლასო და თურმე მაგრა ყვარებიათ.
სხვათაშორის ამან მართლა იცოდა
მესი ვერ გაუშვეს მოედნიდან, ვერ გაუშვეს როგორც შეეფერებოდა, მინდვრიდან და გულშემატკივრების თანხლებით, და გრიზმანის სიყვარულზე რას ლაპარაკობ თუ ძმა ხარ….
მოინდომებს და არ მიიღებს ტრამვას
10 – არენდა
გამოსყიდვა 40
ანუ 50 ჯამში
ასევე იზოგება მისი ხელფასის სახით 30მ
(ახლა ვნახე ჯამში 130 დაიზოგაო) და გრიზმანის სახით ცარიელი ადგილიც აღარაა გუნდში
ასევე გამოსყიდვა მათთვის სავალდებულოა უკან ვეღარ დაგვიბრუნებენ თუკი თამაშების 50%ში მიიღებს მონაწილეობას.
ისე კარგია ამხელა დანაზოგის გაკეთება მაგრამ მაინცდამაინც ატლეტიკოში რომ არ გაეშვათ ვფიქრობ ნებისმიერი კლუბი მოგვცემდა ამაში 50ს, შესაბამისად ლაპორტას ქმედება მაინც არაა ბოლომდე გამართლებული.
მითუმეტეს ევროს მერე უფრო ძვირადაც გაიყიდებოდა.
ლაპორტას ბრალი არაა, "ბატონმა" გრიზმანმა განაცხადა ატლეს გარდა არსად არ წავალო!
ჯანდაბამდე გზა ჰქონია..
ამან რომ ტრამვა აირტყას და ვერ იᲗამაᲨოს 50% ᲗამაᲨების უკან დაგვიბრუნდება? ეგრე რომ მოხდეს რას ვიᲦადავეებ.
10 მილინი რო გადაიხადეს არენდაში , ეგ 10 მილიონი ამ 40-ში იგულისხმება თუ ცალკეა ეს 40 მილიონი და ჯამში 50-ს იხდიან ?