ჟურნალისტ ალბერ როგეს ინფორმაციით, “ბარსელონა” სარეზერვო გუნდის ფეხბურთელს, ჰიროკი აბეს კონტრაქტს გაუწყვეტს.
წყაროს ცნობით, 22 წლის იაპონელი შემტევი, რომელსაც “ბარსასთან” ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებს, შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს.
“ბლაუგრანამ” აბე 2019 წლის ზაფხულში, “კაშიმა ანტლერსიდან”, 1.1 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა, თუმცა მოთამაშემ სათანადო დონე ვერ აჩვენა.
ჯერჯერობით, ჰიროკის სავარაუდო, მომავალი კლუბის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

ხო ბიჭო ბართომეუს ისეთი ხალხი მოყავდა რომ წარმოუდგენელი
ამდენი ხანი ვერ გაარკვიეს რას წარმოადგენდა და ვერ მოიშორეს? ეგეც ლაპორტას გასაგდები გახდა.
რაში უხდიან ბიჭო მილიონებს