workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიანიჩი ბეშიქთაშში გადასვლასთან ახლოსაა

პიანიჩი ბეშიქთაშში გადასვლასთან ახლოსაა

Foot Mercato იტყობინება, რომ “ბარსელონას” ბოსნიელი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი სტამბოლის “ბეშიქთაშში” გადასვლასთან ახლოსაა. 

ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, თურქულმა კლუბმა “ბლაუგრანას” შეთავაზება გაუკეთა, რაც კატალონიელთათვის დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა და მხარეები შეთანხმებას მალე მიაღწევენ. 

წყაროს თანახმად, ფეხბურთელი “ბეშიქთაშის” პროექტით მოიხიბლა. ის გუნდს იჯარით შეუერთდება.

Foot Mercato წერს, რომ 31 წლის შუახაზელი სტამბოლში უახლოეს საათებში გაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.  

პიანიჩი “ბარსაში” 2020 წლის ზაფხულში გადაბარგდა, თუმცა რონალდ კუმანის ხელმძღვანელობის ქვეშ თამაშის შანსი არ ეძლეოდა.

განახლება: ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბარსელონასა” და “ბეშიქთაშს” შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია. ახლა მოლაპარაკებები პირად დეტალებსა და ანაზღაურებაზე მიმდინარეობს.

განახლება: TV3-ის ინფორმაციით, “ბეშიქთაში” მზადაა, უმტიტის ხელფასის 50% გადაიხადოს. 

კიდევ ერთი დაინტრერესებული კლუბი სანკტ-პეტერბურგის “ზენიტია”.

განახლება: ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პიანიჩი სტამბოლში მიემგზავრება და ადგილზე ამღამ იქნება. 

სამედიცინო შემოწმება უკვე დაგეგმილია. კლუბები ხელფასის გადახდის თაობაზე საბოლოო დეტალებს ათანხმებენ. 

განახლება: Rac1-ის ინფორმაციით, პიანიჩი თურქეთში რამდენიმე წუთის წინ ჩაფრინდა. ის ახლა სამედიცინო შემოწმებას გაივლის. “ბარსელონამ” და “ბეშიქთქშმა” ბოსნიელის იჯარის თაობაზე ყველაფერი შეათანხმეს. 

განახლება: “ბეშიქთაშმა” მირალემ პიანიჩის იჯარა ოფიციალურად დაადასტურა. თურქული კლუბი ბოსნიელს 2021/22 წლების სეზონში 2.75 მილიონ ევროს გადაუხდის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • კულე
    schedule 03 სექ 2021, 01:06

    იჯარა? იმედია გამოსყიდვის ვალდებულება იქნება აბა რა აზრი აქ ეგრე მერე უფრო დაიკლებს ფასი. უმტიტის იჯარა ᲨეიᲫლება კიდე იᲗამაᲐევს და იქნებ ფასმაც მოიმატოს რომ დაბრუნდება და გაიყიდევა ახალი წლის გოᲭის ფასᲨი მაინც

  • azulgerana
    schedule 03 სექ 2021, 00:48

    სულ ახლოს არის

  • Clever liar
    schedule 02 სექ 2021, 22:13

    როჟა პირდაპირი მნიშვნელობით ისე გამოისვეს, თითქოს პირადი მტრობა ქონდათ წლების განმავლობაში და როგორც იქნა მიუზღეს სამაგიერო რა.. სხვა ახსნა ამათ საქციელს არ აქვს.. ანდრე გომეშმა ითამაშა ბოლობოლო ძირითადში

  • რივალდო-მესი
    schedule 02 სექ 2021, 21:25

    ამ კლასის ნახევარმცველი ბისკეც თუ არ ჩავთვლით არ გვყავს გუნდში. უბრალოდ არც შარშან და მით უმეტეს წელს ბარსელონას შემადგენლობაში რომ პიანიჩი არ მოხვდება. უნდა ადგეს აგინოს კუმანს და მთლიანად გუნდს და წავიდეს. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს როგორც ყველაფერი ამ სოფლის გუნდში.

  • Iniesta_8
    schedule 02 სექ 2021, 20:02

    მამარდაშვილი რატომ არ აყენია?ეს უვარგისი ლორია რით ვეღარ მოიშორეს.

  • Maradona
    schedule 02 სექ 2021, 19:54

    აი ფეხბურთელის მხრიდან რო შეხედო როგორც მოექცნენ , ბარტერში ჩართეს ესეიგი უნდათ ხო შენი მოსვლა და ჭირდები როგორც ფეხბურთელი და ტიპს არანახა ძირითადი. პიანიჩია ის ხო არ იყო იუზგარ დიშლამანოვი. ერთი რეალი იყი ადრე სასაფლაო და ახლა ესენი. კუმანს იმიტო აგინებდა ნახევარი ვალენსია ეგეთი თეს&ი კაცი როა.

  • Iniesta_8
    schedule 02 სექ 2021, 19:53

    კუმანის კიდევ ერთი სამარცხვინო საქციელი. შემადგენლობაზე ვწუხვართ მაგრამ სანამ კუმანი ბარსაშია აზრი არ აქვს ვინ გვეყოლება და ვინ არა. იმედია ახალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი მოვა და 200 მილიონს მაინც დაახვდრებენ თავის გემოზე რომ მოაწყოს გუნდი.

  • El pistolero 9
    schedule 02 სექ 2021, 19:40

    8იანი თავისუფლდებაა

  • Norman Bates
    schedule 02 სექ 2021, 19:39

    მეტი ვიდრე კლუბი არა მეტი ვიდრე დიშლა. ამ კაცს რაც გაუკეთა ბარსელონამ ეგ უდიდესი დანაშაულია

  • La Pulga10
    schedule 02 სექ 2021, 19:33

    პედრიტოს მიეცით ამის ნომერი,ან დე იონგს.

  • azulgerana
    schedule 02 სექ 2021, 19:26

    Neta male moxdes

  • Lasho
    schedule 02 სექ 2021, 19:18

    ამის ნომრის აღება შეეძლება ვინმეს? პედრისთვის მიეცათ