workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას სურს, რომ ემრე დემირის ტრანსფერი მალე გააოფიციალუროს

ბარსელონას სურს, რომ ემრე დემირის ტრანსფერი მალე გააოფიციალუროს

“ბარსელონა” “კაიზერისპორის” ახალგაზრდა ნახევარმცველს, ემრე დემირს იმატებს. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიურ გრანდს თურქი ფეხბურთელის ტრანსფერის გაოფიციალურება უახლოეს კვირებში სურს. “ბარსა” ამის გაკეთებას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აპირებდა, რაც არ გამოვიდა, თუმცა კლუბი სიმშვიდეს ინარჩუნებს.

წყაროს თანახმად, “ბლაუგრანა” დემირის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს გადაიხდის და მას 2022 წლამდე იჯარით ამჟამინდელ კლუბში დატოვებს. ემრე 15 იანვარს 18 წლის ხდება და “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებს სწორედ ამის შემდეგ შეუერთდება. ის თავდაპირველად “ბარსელონა ბ-ში” იასპარეზებს და პირველი გუნდში დაწინაურების საკითხი მისი თამაშის ხარისზე იქნება დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ თურქმა “ლა მასიაში” ბედი ბავშვობაში ერთხელ უკვე ცადა, თუმცა წარუმატებლად. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Albicelecte
    schedule 02 სექ 2021, 19:28

    წინასწარმეტყველება იყო, რომ დემირის გვარის კაცი გუნდს დიდების მწვერვალზე დააბრუნებდა
    იუსუფის ყიდვის შემდეგ მაინც არ გარისკეს და კიდევ ერთი იყიდეს, რომ შეცდომის დაშვების ალბათობა გამოერიცხათ
    smiley smiley smiley smiley
    რა მაცინებს მაგრამ აღარც ვიღადაოთ?! თუმცა მაინც ბავშვები არიან და იქნებ სწორი განვითარება შეძლონ და გუნდს დაეხმარონ barca-6

  • La Pulga10
    schedule 02 სექ 2021, 18:22

    ნუ შეგვჭამეთ დემირებით სხვა გვარებიც არსებობს.

  • El pistolero 9
    schedule 02 სექ 2021, 18:12

    იქნებ პედრივით ესეც გაგვივარდეს