“ბარსელონა” უსმან დემბელესთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სექტემბერში კლუბსა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგება, სადაც მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე მოილაპარაკებენ.
ცნობილია, რომ ფრანგს “ბლაუგრანაში” დარჩენა სურს. თავის მხრივ, გუნდი მისთვის ნდობის გამოცხადებას აპირებს, განსაკუთრებით შეტევაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით. ამასთან, “ბარსას” მომდევნო ზაფხულში დემბელეს უფასოდ დაკარგვა არ სურს.
კატალონიელები 24 წლის ფეხბურთელისთვის ხელშეკრულების 2 წლით, ანუ 2024 წლამდე გახანგრძლივებას აპირებენ.
დემბელეს მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლამდეა გათვლილი.

ამას რო გაუხანგრძლივებენ ცოტა ფორმაში თუ შევა რამდენიმე თამაში გამოუშვან მოედანზე თან დააფიცონ რო თავს არ მოიკლავს და მერე დასვან ტრანსფერზე სანამ არ გაიყიდება.
ვინმეს კიდევ აქვს იმედი რომ ლაპორტა სიტუაციას გამოასწორებს? ტრანსფერები დადო უმაღლესი დონის.
ამის კონტრაქტი ღირს თუმცა კაია გრიზმანის თავიდან მოშორება, მაგრამ არასწორი იყო ამ უმაქნისი ფორვარდის მოყვანა
კარგია რო უხანგრძლივებს 2022 ის მერე ესეც უფასოდ რომ არ დაკარგოს მაგიტომ თორე ლაპორტას არც ეს ევასება დიდად სადაც მორიბას გრიზმანს აახვევინა ისე მოუწევს ამასაც ოღონდ კაი ფულს გადაიხდის ვინც იყიდის. იცის ლაპორტამ რა როგორ არის საჭირო კიდევ დრო ჭირდება რომ გუნდში მოიყვანოს სიტუაცია
მაინტერესებს მერამდე შანსი უნდა მისცე კიდე ამ ყ@ეს
ჯანო ანანიძის არ იყოს თარჩება მუდამ პერსპექტიული
იმედია გაახანგრძლივებს
ფატი მემფისი დემბელე
უკან კოუ
იდეალური იქნება