workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალექს კოლიადოს მომავალი გაურკვეველია

ალექს კოლიადოს მომავალი გაურკვეველია

პრაქტიკულად, გადაწყვეტილი იყო, რომ ალექს კოლიადო “შეფილდ იუნაიტედში” გადავიდოდა, თუმცა ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა, რის გამოც ფეხბურთელის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

Sport-ის ინფორმაციით, 22 წლის შემტევი ამჟამად არც “ბარსელონას” პირველ გუნდშია რეგისტრირებული და არც მეორეში. კლუბი ამ საკითხზე ფიქრობს.

წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები კოლიადოს პირველ გუნდში დაარეგისტრირებენ, მას სათამაშო დრო არ მიეცემა. ალექსმა კარგად უწყის, რომ ის რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის.

“ბარსელონა ბ-ში” ჩარიცხვის შემთხვევაში კი კლუბს რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის გაშვება მოუწევს. ამჟამად, სერჟი ბარჟუანის განკარგულებაში 24 მოთამაშეა. მათ გარდა, გუნდში ირიცხებიან სერჟი როსანასი და იროკი აბე, რომელთაც ტრავმა აქვთ და ჯერ დარეგისტრირებულნი არ არიან.

“ბარსას” ხელმძღვანელობას არჩევნის გაკეთება მოუწევს.

კოლიადოს ხელშეკრულება კატალონიურ კლუბთან 2023 წლამდეა გათვლილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • azulgerana
    schedule 01 სექ 2021, 20:25

    არა და მონაცემები სუპერ სტარის აქვს smile

  • Pirat❤️💙
    schedule 01 სექ 2021, 18:56

    არადა მესის 10 ნომერი მარტო ამისთვის მემეტებოდა მარა კუმანია *ლეთა*ლე
    სათამაშო სტილით ყველაფრით მესის მაგონებს

  • cezo45
    schedule 01 სექ 2021, 18:18

    ჯობია დატოვონ და შეცვლებზე გამოიყენონ ხოლმე ხან დეპაის დაასვენებ ხან აგუეროს და შეცვლებზე კარგი იქნება თან ეტაპობრივად გამოცდილებასაც მიიღებს და რაიცი იქნებ გაამართლოს

  • La Pulga10
    schedule 01 სექ 2021, 17:54

    ჰო აბა რა 31 წლის კუნძი ჯობია 22 წლის კოლოადოს

  • rivaldo80
    schedule 01 სექ 2021, 17:48

    არადა ტიპი რა ნიჭიერიაა რატო დაიკიდეს გაუგებარია რააა

  • Maradona
    schedule 01 სექ 2021, 17:47

    ანუ რა გააფუჭა ამან ამისტAნა რო შანსაც არ აძლევს, დემირმა რა გააკეთა ისეტI რო 11 მისცეს და ამას დააეთრევენ აქეთ იქეთ.

  • nika 54
    schedule 01 სექ 2021, 17:39

    მოკლედ ვერაფერს თავს ვერ აბამენ ეს უდღეურები. ნომრებსაც რო ვერ გაანაწილებ სხვა რაღა ვთქვა. ეტყობა დაბერდა ლაპორტა.