Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” სათადარიგო მეკარეს, ნეტუ მურარას კატალონიური კლუბის დატოვება სურს.
ზემოხსენებული წყაროს ცნობით, “ბარსა” ბრაზილიელი ფეხბურთელის 8 მილიონ ევროდ გასხვისებას განიხილავს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი გუნდში დარჩება.
ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე “ვილიარეალია”, თუმცა უნაი ემერის გუნდს, ახალი კარის დარაჯის შეძენამდე, სერხიო ასენხოს გაშვება მოუწევს.
32 წლის მოთამაშემ პრესეზონის მიმდინარეობისას და 2021/22 წლების სეზონის სტარტზე სათამაშო დრო მიიღო, თუმცა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დაბრუნების შემდეგ, იგი კვლავ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს, რაც მურარას გეგმებში არ შედის.
ნეტუს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.




აბა რა ჯანდაბა უნდოდა რომ გადმოდიოდა, დავიჯერო ვინმემ მოატყუა რომ ძირითადის მეკარე იქნებოდა? მეც გამიკვირდა ესეთი კარგი მეკარე რატო გადმოდის სკამისთვის მეთქი. აშკარად ვიღაცამ რაღაცა მოატყუა, ან უთხრეს რომ შტეგენი უნდა გაეყიდათ ან მსგავსი რამ
მერე წავიდეს თუ ძალიან უნდა, გამოისყიდოს თავისი კონტრაქტი და სადაც მიიღებენ იქ მივიდეს. ამან იცოდა რო პირველი მეკარე ვერ გახდებოდა ამიტომ ქონდა თითქმის სამი თვე რო მოეძებნა გუნდი, გაშვებაზე უარს არავინ ეტყოდა, პსჟ ხო არა ვართ ეს კიდევ მბაპე.
დღეს კი იხურება ფანჯარა და აქამდე სად იყო??
აბა რა ჯანდაბა უნდოდა რომ გადმოდიოდა, დავიჯერო ვინმემ მოატყუა რომ ძირითადის მეკარე იქნებოდა? მეც გამიკვირდა ესეთი კარგი მეკარე რატო გადმოდის სკამისთვის მეთქი. აშკარად ვიღაცამ რაღაცა მოატყუა, ან უთხრეს რომ შტეგენი უნდა გაეყიდათ ან მსგავსი რამ
წავიდეს მერე და დააწინაურონ ახალგაზრდა მეკარეები