workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ მაისურის ნომრები გამოაქვეყნა – ვინ იქნება ახალი 10-იანი?

ბარსელონამ მაისურის ნომრები გამოაქვეყნა – ვინ იქნება ახალი 10-იანი?

როგორც წესი, “ბარსელონა” მატჩისწინა განაცხადს მაისურის ნომრებთან ერთად აქვეყნებს, თუმცა გუშინდელი შემთხვევა გამონაკლისი იყო – “ხეტაფესთან” შეხვედრამდე ერთი დღით ადრე მხოლოდ ფეხბურთელთა გვარები ვიხილეთ. 

რამდენიმე წუთის წინ კი “ბარსამ” განაცხადის განახლებული ვერსია შემოგვთავაზა, რომელიც ნომრებსაც ასახავს. 

ძველი გადანაწილების მიხედვით, ფილიპე კოუტინიოსთვის, რომელიც შემადგენლობას ამ მატჩის წინ დაუბრუნდა და რომელსაც ნომერი ჯერ აღებული არ ჰქონდა, მხოლოდ 10-იანი იყო თავისუფალი. 

როგორც ვხედავთ, ბრაზილიელს წინა სეზონის მსგავსად კვლავ 14 ნომერი აქვს, რეი მანაის კი, რომელსაც ეს ნომერი სეზონის სტარტზე ეკუთვნოდა – 17. 

შესაბამისად, ამჟამად ძირითადი გუნდის ფეხბურთელებს შორის უნომრო მხოლოდ 17 ნომრის ყოფილი მფლობელი, ანსუ ფატია.  სექტემბრიდან “ბარსა” ნომრების გადანაწილებას ვეღარ შეცვლის და როგორც ჩანს, ახალგაზრდა შემტევი სულ მალე “ბლაუგრანას” ლიონელ მესის პირდაპირი შემცვლელის რანგში დაუბრუნდება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მანაი დღეს არ ითამაშებს, ფატის 17 ნომრის დაბრუნების უფლება კვლავ ექნება. ნომერი ოფიციალურად დარეგისტრირებულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, როცა ფეხბურთელი მონაწილეობას ოფიციალურ შეხვედრაში მიიღებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • KING_BARCA
    schedule 29 აგვ 2021, 18:22

    მესის შემცვლელი არ არსებობს))) და ვერც ვერასდროს შეცვლის ვინმე მეისის…

  • azulgerana
    schedule 29 აგვ 2021, 18:04

    კოუტინიო იქნებაო და რა ვერ გაიგეთ

  • nika 54
    schedule 29 აგვ 2021, 16:22

    ვაჰ რა პრობლემები გვაქვს რა, ხეტაფესთან თამაშზე ლაპარაკი კი არა, თურმე ნომრები წყვეტს გუნდის მომავალს. აგერ რონალდუ მაჩესტერში გადავიდა და კავანიმ იდი ნა-უიო, უთხრა. თავისუფალი ნომრები ქვეყანააო, მათ შორის 30-იც. სიმბოლურია არა?

  • akaki
    schedule 29 აგვ 2021, 16:18

    M10 S9 D11,რატომ?კი არ მომკვდარა მესი.წავიდა.მე მაგალითად 10ზე ანსულ ფატის ვათამაშებდი

  • M10 S9 D11
    schedule 29 აგვ 2021, 16:01

    კარგია ისევ 14 ნომერი როა კოუტინიო ეს სეზონი არც არავის არ უნდა მისცენ 10 ნომრიანი მაისური

  • zecterr
    schedule 29 აგვ 2021, 15:49

    ერთადერთი ბარსელონას წევრი ვინც ლეოს მერე 10 ნომერს იმსახურებ ტერ შტეგენია 😄

  • Muriko^FCB
    schedule 29 აგვ 2021, 15:30

    არ ყავს ბარსას ისეთი მემკვიდრე 10 იანის როგორც მესი იყო რონალდინიოს რაის ფატი დალეწილია გუშინ გაიარა ფეხზე

  • La Pulga10
    schedule 29 აგვ 2021, 15:14

    ვაფშეტა არ მომწონს,როგორცაა გადანწილებული.დე იონგს უნდა აეღო 6,ან ახლა აიღოს 10.პედრის 8.

  • Pirat❤️💙
    schedule 29 აგვ 2021, 15:09

    იმეიდა არ ითამაშებს მანაი

  • Albicelecte
    schedule 29 აგვ 2021, 14:57

    კარგია მაინც, შეიძლება ჯერ ასაკით პატარაა, მაგრამ ბოლომდე გუნდის ნაწილია, აქ გაზრდილი და იმედია წარმატებული კარიერა ექნება
    მუხლი კი მაფიქრებს, მაგრამ როცა ჯანმრთელად იქნება, იქნებ მაქსიმუმი ითამაშოს

  • Lasho
    schedule 29 აგვ 2021, 14:43

    ადრეა ფატისთვის.. დეიონგს მიცენ

  • C.PC5
    schedule 29 აგვ 2021, 14:16

    ხოდა დალაგდა კაკრაზ ყველაფერი, კოუტინიო ისედაც მენტალურად სუსტი რომაა არ უნდა ბევრი გარჩევა და ათი ნომერი რომ აეღო ყველა არაზუსტ პასზე რამხელა წნეხს მიიღებდა წარმომიდგენია და ვითომ გაუძლებდა მაგას?! satisfied ფატი იყო ზუსტად ვისაც უნდა აეღო ამ გუნდიდან ათი ნომერი და ძაანაც კარგი თუ აიღებს, მთავარია გაამართლოს და ღირსეულად ატაროს.

  • კულე
    schedule 29 აგვ 2021, 14:14

    ახლა 24 რომ Ჩააცვან ფატის smile

  • frenkie dejong21
    schedule 29 აგვ 2021, 14:07

    ვიᲗომ ფატის აᲫლევენ? 🤔

  • iniesta
    schedule 29 აგვ 2021, 14:05

    ფატის ან პედრის უნდა აეღო❤️