ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ფილიპე კოუტინიო “ბარსელონას” განაცხადში მოხვდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ელის.
8 თვის წინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ თამაშს ისევ შევძლებდი. ისინი, ვინც ყავარჯნით და პარალიზებული ფეხით მნახეს, იგივეს ფიქრობდნენ.
მადლობელი ვარ, რომ ახლა შემიძლია მოედანზე გასვლაზე, მომენტების შექმნასა და გოლების გატანაზე ვიფიქრო. ჩემთვის მთავარი ყოველთვის ეს იყო: ფეხბურთის თამაში.
– ამბობს კოუტინიო პოსტში Instagram-ზე, სათაურით “უფრო ძლიერი ვიდრე აქამდე”.
დღეს, თბილისის დროით 19 საათზე, “ბარსა” “ხეტაფეს” შეხვდება, კოუტინიო კი რონალდ კუმანის განკარგულებაში სავარაუდოდ 10-ნომრიანი მაისურით იქნება.



ფილიპე კოუტინიო: ვერ წარმომედგინა, რომ ფეხბურთის თამაშს ისევ შევძლებდი
რა იყო ერიქსენის გზა ხო არ გაიარა ამანაც? ნამეტანი შეშინებულია და მოედანზე არაფერი მოუვიდეს. ალბათ ლეოს 10 ნომრიანი მაისური რო ანახეს ცუდად გახდა პრიმერკაზე.
წარმატებები კოუს. იმედია დაუბრუნდება უმაღლეს დონეს. ლივერპულში ძალიან მაგარი იყო, ნაკრებშიც მაგრად თამაშობს ხოლმე.
ეჰ მადონა ასე რამ მოგვანდომა კოუს დაბრუნება
იქნებ როგორმე შეძლოს ლივერპულში როგორიც იყო იმასთან მიახლოებული ფორმის დაბრუნება,ახლა მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის კოუსნაირი ნახევარმცველი, რომ შეტევებს უხელმძღვანელოს და თავადაც გაიტანოს ხოლმე.
ბაზარი არაა ცოდოა
წინ ძალიან კარგი ფორვარდები ყავს, მშრომელი და მაღალი კლასის; უკან ისეთი ნახევარდაცვა ვინც მისი თამაშის ჩვენებაში ხელს არ შეუშლის. ასე რომ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, 2 თვე აქვს იმისთვის რომ აჩვენოს რამდენად შეძლებს ბარსელონას შეტევების შექმნაში წვლილის შეტანას!
იმედია ლივერპული კოუტინიოს ნახევარი მაინც იქნება.
ისე დღეს არ ველოდები რომ დიდი ხნით ათამაშებს კუმანი!
დღეს,რომ გამოვიდეს და გასთხაროს მაგრად გაასწორებს