workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხეტაფეს მეკარე: მესის წასვლის შემდეგ ბარსელონას დამარცხება შესაძლებელია

ხეტაფეს მეკარე: მესის წასვლის შემდეგ ბარსელონას დამარცხება შესაძლებელია

ლიონელ მესის “ბარსელონადან” წასვლამ კატალონიური გუნდის მოწინააღმდეგეების თავდაჯერება გაზარდა. “ხეტაფეს” მეკარემ, დავიდ სორიამ, რომელიც “ბარსას” ხვალ, ლა ლიგის მე-3 ტურში დაუპირისპირდება, Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში ჩაწერა. 

ესპანელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ლიდერის გარეშე დარჩენილ “ბლაუგრანასთან” გამკლავება ბევრად უფრო ადვილი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. 

მესის გარეშე “ბარსელონას” დამარცხებისთვის კარგი დროა. როცა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე შენს წინააღმდეგ არ თამაშობს, ბევრი რამ იცვლება. 
რა თქმა უნდა, ეს “ბარსასთვის” დიდი დანაკლისია. მესი არის ფეხბურთელი, რომელიც მატჩის ბედს წყვეტს მაშინ, როცა თამაში რთულდება. 
როცა მის წინააღმდეგ თამაშობ, იცი, რომ მუდმივად ყურადღებით უნდა იყო, რადგან ნებისმიერ წამს შეიძლება, ის შენს წინ აღმოჩნდეს. ეჭვგარეშეა, რომ მესი არის ფორვარდი, რომელსაც ჩემთვის ყველაზე მეტი პრობლემა აქვს შექმნილი. 
ბარსელონას” ჰყავს მაღალი დონის ფეხბურთელები, რომლებსაც გატანის უნარი აქვთ, მაგალითად მემფისი. ეს მოთამაშეები ხიფათს რთულ სიტუაციებშიც ქმნიან. 

– ამბობს სორია. 

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა”-“ხეტაფეს” შეხვედრა 29 აგვისტოს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • me da barca
    schedule 29 აგვ 2021, 13:41

    ნელა ნოდარი

  • azulgerana
    schedule 28 აგვ 2021, 16:11

    ციტატა: LM10TheLegend
    იე პრემიერ ლიგას სად უნდა ვუყუროთ? აჭარასპორტზე აღარ არის…


    ინტერნეტში

  • Kaka
    schedule 28 აგვ 2021, 14:00

    შტეგო და კოუ დაბრუნდნენ განაცხადში არიან

  • nika 54
    schedule 28 აგვ 2021, 13:50

    არა მგონია თუნდაც მესის გარეშე ხეტაფემ პრობლემები შეუქმნას ბარსას კამ ნოუზე.

  • Albicelecte
    schedule 28 აგვ 2021, 13:50

    საქმე იმაშია, რომ მესის გარეშე ის ბიჭები მეტს ირბენენ, ბავარიას რას უზამენ, თორემ ხეტაფეს კარში 4-5 გოლს კი გაიტანენ

  • akaki
    schedule 28 აგვ 2021, 13:50

    აფსუსსს.რა დონეზე დაეცა ბარსაა.ვუსი სალაპარაკო და სატრაბახო გახდა ბარსა

  • LM10TheLegend
    schedule 28 აგვ 2021, 13:37

    იე პრემიერ ლიგას სად უნდა ვუყუროთ? აჭარასპორტზე აღარ არის…

  • azulgerana
    schedule 28 აგვ 2021, 13:33

    ამით შენ აკნინებ ბარსელონას სხვა ფეხბურთელებს იმედია დაისჯები არასპორტული საქციელისთვის

  • Fc Barca Batumi
    schedule 28 აგვ 2021, 13:30

    სორიაა, მესის გარეშეც ხეტაფეს სიკვდილის ბუზი რომ დააჯდება 29-ში კამპნოუზე, ეს თუ იცი შენ?

  • GUGU MSN
    schedule 28 აგვ 2021, 12:54

    100%

  • saba17
    schedule 28 აგვ 2021, 12:38

    მამარდაშვილი საკმაოდ ძლიერ მეკარედ ყალიბდება,ცოტა გამოცდილება აკლია,მაგრამ მაგას ისწავლის ნელ-ნელა,იმედია მომავალში უკეთეს გუნდშიც აღმოჩნდება

  • La Pulga10
    schedule 28 აგვ 2021, 12:07

    თქვენ მაინც მოგიგებთ