“ბარსელონა” ანტუან გრიზმანის გაშვებაზე აქტიურად მუშაობდა, რათა ლიონელ მესისთვის ახალი კონტრაქტი გაეფორმებინა, თუმცა კლუბმა ფრანგის გასხვისება ვერ მოახერხა, არგენტინელმა კი “ბარსა” დატოვა.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, “ბლაუგრანამ” 30 წლის თავდამსხმელი “იუვენტუსსაც” შესთავაზა, თუმცა ტურინელთაგან უარი მიიღო, რადგან მათ ახალგაზრდა შემტევი სურდათ.
კატალონიური გრანდი გრიზმანის “ატლეტიკოში” გაშვებასაც ცდილობდა, თუმცა მოლაპარაკებები მალევე ჩაიშალა. ახლა ანტუანი “ბარსას” ერთ-ერთ ლიდერად განიხილება.
ცნობისთვის, კლუბი ფრანგთან ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აპირებს.

ანუ გრიზმანი ბებერიაო? ამას იუვენტუსი ამბობს რომელმაც 112 მილიონი 34 წლის ფეხბურთელში გადაიხადა? და დღეს თანახმაა 20-30 მილიონად გაუშვას?
მესი რომ ვერ დაითანხმა დარჩენაზე თორე უეჭველი გაკიკავდა გრიზმანს
totti10,
ამბიციასა და პირველობაზე მაღლა ღირსება უნდა იდგეს,ეგ იგივეა მესი პსჟდან რეალში გადავიდეს.
შეიმცირებს,რომც გაინახევროს მაინც ძაან ბევრი ფულია.